-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დოქტორი პროფესორი აკადემიკოსი
მიქელაძე ირაკლი სოლომონის ძე (3.VIII.1902, ერევანი - 23.VIII.1984), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, მეცნ. აკად. აკადემიკოსი, სახელმწ. პრემიის ლაურიატი. დაამთავრა თსუ-ის სოციალ-ეკონ. ფაკ-ტი (1925). ეკონ. მეც. კანდიდატი (1940-დან). მეცნ. დოქტორი (1961-დან), დაიცვა დისერტაცია თემაზე:,,საქართველოს ენერგეტიკული მეურნეობის ეკონომიკის ძირითადი საკითხები“. მუშაობდა ამირკავკ. საშინაო ვაჭრობის სახ. კომისარიატის მთ. ეკონომისტად (1946-დან), ცენტ. სტატსამმართველოს მთ. ეკონომისტად, საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტის განყ-ბის გამგედ (1926-1954). მუშაობდა უნ-ტში (1930-დან). იყო ეკონ. ფაკ-ის დეკანი (1954-1956), ხოლო სოც. მრეწვ. და სოფლის მეურნეობის ეკონ. კათედრას ხელმძღვანელობდა (1961-1972). დიდი ღვაწლი მიუძღის რესპუბლიკის სახ. მეურნეობის დაგეგმვის თეორ. და პრაქტ. საკითხების დამუშავებაში. პროფესორია (1972-დან), კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ტზე მუშაობდა შეთავსებით; გარდაცვალებამდე მუშაობდა მრეწვ. და სოფლ. მეურნეობის კათედრაზე (1977-დან). მისი ძირითადი შრომები ეძღვნება საქართვ. სსრ სახ. მეურნეობის სპეციალიზაციასა და კომპლექსურ განვითარებას. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშისა და ხალხთა მეგობრობის ორდენებით (1946-1982). საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწეა (1962-დან), იგი საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსია (1969-დან). მიენიჭა საქართვ. სსრ სახელმწ. პრემია (1972). გამოსცა:
თხზ.: მიქელაძე, ი. (1968). საქართველოს სახალხო მეურნეობა და თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მიქელაძე, ი. (1976). საქართველოს სოციალისტური მრეწველობის ეკონომიკის საკითხები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მიქელაძე, ი. (1980). ტერიტორიული დაგეგმვის პრობლემები. თბ., მეცნიერება.