მიქაძე ივანე როსტომის (ტატეს) ძე
მიქაძე ივანე როსტომის (ტატეს) ძე

მიქაძე ივანე როსტომის (ტატეს) ძე. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისის ცნობილი საზ. მოღვაწე და პედაგოგი. იგი აქტიურად მოღვაწეობდა ქვემო იმერეთსა (სოფელი ღანირი) და თბილისში, ეწეოდა საგანმანათ;ებლო საქმიანობას და თანამშრომლობდა იმდროინდელ პრესაში. "ცნობის ფურცელში" რეგულარულად აქვეყნებდა კორესპონდენციებს საზ. მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის ადგილ. ეკონ. საკითხებზე (მაგ. სტატია “ერთი ცრუ ამბის გამო” ნავთის ფასების ზრდას ეხება-05.XII. 1898). აქტიურად ითხოვდა ქვემო იმერეთის სოფ. ღანირში სამრევლო სკოლის დაარსებას. მ. ი. იყო ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ (1909-დან), სოჭის განყ-ბის ნამდვილი წევრი (1914), ასევე  ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918)

ლიტ.: საქართველოს ეროვნული არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 4.