მიჩიგანის უნივერსიტეტი
მიჩიგანის უნივერსიტეტი

მიჩიგანის უნივერსიტეტი, არის საჯარო კვლევითი უნ-ტი, რ-იც მდებარეობს ენ-არბორში, იგი დაარსდა დეტროიტში (1817), ხოლო ოცი წლის შემდეგ კი ენ-არბორში გადავიდა (1837). მიჩიგანის უნ-ტი შტატის უძველესი უნ-ტია, არის საზ-ებრივი აივი ლიგის და ამერ. უნ-ტების ასოციაციის წევრი და აქვს ორი დამატებითი კამპუსი, რ-ებიც მდებარეობს დირბორნსა და ფლინტში. მიჩიგანის უნ-ტს 460 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს უნ-ტებს შორის. მიჩიგანის უნ-ტი ერთ-ერთი წამყვანი აკად. და კვლევითი ცენტრია შეერთებულ შტატებში. მიჩიგანის უნ-ტი გახდა ერთ-ერთი პირველი უნ-ტი შეერთებულ შტატებში, რომელმაც ქალები მიიღო (1871). უნ-ტმა განაახლა თავისი უზარმაზარი საავადმყოფოს კომპლექსი და კვლევითი ლაბორატორიები ჩრდილოეთ კამპუსში (1980-1990). უნ-ტი დამეგობრებულია თსუ-სთან.