მღებრიშვილი სტეფანე ჯუმბერის ძე
მღებრიშვილი სტეფანე ჯუმბერის ძე

მღებრიშვილი სტეფანე ჯუმბერის ძე (03. VIII. 1979, თბილისი). კომპოზიტორი, მომღერალი, პროდიუსერი, "არტფორუმის" დამაარსებელი. დაამთავრა თსუ-ის  ისტორიის  ფაკ-ტი. მ. ს.-მ გამოსცა ალბომები: "სტეფანე" (1999), "უსახელო" (2002), "საუკეთესო სიმღერების კრებული" (2004). სპორტის სასახლეში  გამართა სოლო-კონცერტი (2002). იგი ავტორია ვარდების რევ. ჰიმნისა "ახალი დღე"; ლაურეატია კონკურსებისა: "მეგა"; "ოვაცია"; "სულიკო" და სხვა.  არის პირველი ქართვ. შემსრულებელი, რომელმაც დაიპყრო MTV Europe  (2010 ); მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia (2011); ასევე იყო მეგა "შოუ ვოისის" მწვრთნელი (2013); რეიტინგული მეგა შოუს "იქს ფაქტორი"-ჟიურის წევრი (2017-2018), პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრი. საკუთარი სიმღერის რიმეიქზე "დამიბრუნდი" გადაიღო ვიდეორგოლი, რ-იც "რადიო ჰოლდინგ ფორტუნას" მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე, "რადიო ფორტუნას რჩეულად" დასახელდა. მან ასევე მოიპოვა მთ. ჯილდო წლის "სიმღერის სტატუსი". მისი ალბომებია:  ,,მეფერება წვიმა“, ,,მზე და შოკოლადები“;  სიმღერებიდან აღსანიშნავია: ,,ჯადოსნური ღამე“; ,,წავიდეთ“; ,,მარი“; ,,ერთი სიყვარულის ამბავი ‘’(დუეტი ლელა წურწუმიასთან); ,,მოვა“ (დუეტი თამუნა ამონაშვილთან);  ,,დიდხანს გელოდი“; ,,ხელები“ (დუეტი მაია დარსმელიძესთან); ,,ჩემი აღარა ხარ მორჩა“; ,,დამიბრუნდი“; ,,დამღალე“.

ლიტ.: ვინ ვინ არის საქართველოშიქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 2006.