მღებრიშვილი გიორგი ანზორის ძე
მღებრიშვილი გიორგი ანზორის ძე

მღებრიშვილი გიორგი ანზორის ძე (9.V.1970, თბილისი), იურისტი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1996). იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტ. სტაჟიორი (1997); შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი (1998-2004); ფინანსთა სამინისტროს ფინანს. პოლიციის გამომძიებელი (2004-2007); ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილ. საერთაშ. აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყ-ბის უფრ. (2007-2008); ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყ-ბის უფრ. (2008); ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფრ. მოადგილე (2008-2010); ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფრ. მოადგილე (2010-2011); ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ეკონ. საზღვრის დაცვის დეპარტ. დასავლეთის პორტალის მთ. სამმართველოს უფრ. (2011); ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტ. უფრ. მოადგილე (2011-2012); ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტ. უფრ. მოადგილე (2012); ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტ. უფრ. (2012-2013);  სახელმწ. აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტ. უფრ. მოადგილე; შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწ. უსაფრთხოების სააგენტოს მთ. სამმართველოს უფრ. მოადგილე; ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტ. უფროსის მრჩეველი (2013); ქვემო ქართლში სახელმწ. რწმუნებული-გუბერნატორი (2013-2014); საქართვ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (2014-2015); საქართვ. შინაგან საქმეთა მინისტრი (2015-2017); საქართვ. პრემიერ მინისტრის თანაშემწე სახელმწ. უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწ. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვ.(2017-2018).