მღებრიშვილი ბაბულია გაბრიელის ასული
მღებრიშვილი ბაბულია გაბრიელის ასული

მღებრიშვილი ბაბულია გაბრიელის ასული (10.VI.1954, კასპი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის, მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი, ვაჭრობის ეკონ. სპეციალობით (1971-1976). მ.ბ. წარჩინებული სწავლისა და სტუდენტთა საზ–ებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის, იყო უშინსკის სახ. სტიპენდიანტი (IV-V კურსებზე).   სწავლობდა   თსუ-ის ასპირანტურაში (1976). დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე:„საცალო ვაჭრობის მუშაკთა წახალისების ფონდები და მათი ეფექტიანად გამოყენების გზები“ და მიენიჭა ეკონომიკის მეცნ. კანდ-ის სამეცნ. ხარისხი (1986). მ. ბ. იყო ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტის, საერთაშ. ბიზნესის ფაკ-ის მოწვეული პედაგოგი(1979-2001), საქართვ. მარკეტინგისა და მენეჯმენტის სამეცნ. კვლევითი ფონდის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, განყ-ბის გამგე (1991-2002). ეკავა დოცენტის თანამდებობა საერთაშ. ბიზნესის ფაკ-ტზე (2001-2006). თსუ-ში განხორციელებული რეორგანიზაციის დროს, მ. ბ. ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე ჯერ მოწვეული პროფესორი იყო, ხოლო შემდეგ ასისტენტ პროფესორი. დღემდე იგი ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორია (2013-დან) და სასწ. პროცესის მართვის სამსახურის უფრ. (2007-2014). მ. ბ. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, აქტიურ სამეცნ.-კვლევით მუშაობასაც ეწევა. იგი „ვნიიკს“-ის საქართვ. ფილიალში ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ უფრ. მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა. მარკეტინგის რესპ. სამეცნ. კვლევითი ინ–ტის, საქართვ. მარკეტინგისა და მენეჯმენტის სამეცნ. კვლევითი ფონდის წამყვანი მეცნ. თანამშრომელი იყო  (1980-2002). გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სტატია ადგილ. და საერთაშ. ჟურნალებში. არის თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საგანმან. პროგრამების მხარდამჭერი კომიტეტის, მარკეტინგისა და რეკლამის უმაღ. განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. არის რამდენიმე სალექციო კურსის, დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.   

თხზ.: მღებრიშვილი, ბ. (2001).  საზოგადოებასთან ურთიერთობა. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 9992885971; მღებრიშვილი, ბ. (2008). მარკეტინგის საფუძვლები. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941121708; მღებრიშვილი, ბ. (თანაავტორი). (2009). მარკეტინგის მენეჯმენტი. თბ., უნივერსალი, ISBN9789941124211; მღებრიშვილი, ბ. (2012). მარკეტინგის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული საკითხები. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941176944; მღებრიშვილი, ბ. (რედ.). (2013). მართლმადიდებლობა და ეკონომიკა. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941221378; მრებრიშვილი, ბ. (2015). ტურიზმის მარკეტინგის ფუნქციები. სამეცნ. შრომების კრებ. №8, თბ., პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის გამ–ბა.