-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მგელაძე ირმა ჯემალის ასული (18.XII.1966, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1990) და ბერნის უნ-ტი ფიზ. და მათ. მასწავლებლის მიმართულებით (2006). მ. ი. მუშაობდა ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის თეორ. ფიზიკის ლაბორატორიაში (JINR, ქ. დუბნა, რუსეთი, 1997-1998) და ბერნის უნ-ტის თეორ. ფიზიკის ინ-ტში (შვეიცარია, 1998-2002). კვლევით საქმიანობის შემდეგ მ. ი. ეწევა პედ. საქმიანობას შვეიცარიის სხვადასხვა გიმნაზიაში (2002-დან); მუშაობს ბერნის Gymnasium Lerbermatt-ში (2006-დან), პარალელურად თანამშრომლობს PHBern-თან (Pedagogische Hochschule Bern), სადაც მომავალ მასწავლებლებს უზიარებს მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას და მონაწილეობს მათ პროფ. მომზადებაში. მ. ი. აქტიურად თანამშრომლობს Teachers Teaching with Technology (T3)-თან და თანამშრომლობის ფარგლებში არის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი მრავალი ნაშრომისა და რამოდენიმე პროფ. კრ., აღსანიშნავია „Schülerexperimente im Physikunterricht mit digitaler Messwerterfassung“ Autoren Team T3 Deutschland 2013-ის თანაავტორობა. მ. ი. არის უაღრესად მოთხოვნადი ფიზიკის სახელმძღვანელოსა „Physik für Mittelschule“ (2010-დან დღემდე გამოიცა ოთხჯერ, Best Sellers Rank) და სავარჯიშოების კრებულის „Physik für Mittelschule Aufgaben“ (2019) თანაავტორი ჰანს კამერთან (H. Kammer) ერთად. მ. ი.-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შვეიცარიის გიმნაზიური განათლების განვითარების პროცესში: მონაწილეობდა გიმნაზიური მატურის (Maturität) რეფორმის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო და სტრატეგიულ დოკუმენტზე „Weiterentwicklung der gymnasialen Maturität“, რომელიც შემუშავდა Schweizerische Konferenz der kantonalen Erziehungsdirektorinnen und-direktoren (EDK)-ის ფარგლებში და საფუძვლად დაედო შვეიცარიის გიმნაზიების თანამედროვე სასწ. მოთხოვნებს. ასევე, რეგულარულად ატარებს მასტერკლასებსა და ტრენინგებს ქართვ. ფიზიკის მასწავლებლებისთვის თბილისსა და ბათუმში, კოლეგებს უზიარებს საერთაშ. გამოცდილებას, ინოვაციურ პედ. მიდგომებსა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას ფიზიკის სწავლებაში. აღსანიშნავია მ. ი.-ს როლი ქართ. სათვისტომოს ინტეგრაციაში შვეიცარიის საზ. სივრცეში. არის ქართ. დიასპორის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი (2007-დან) და ასრულებდა ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას (2025-მდე). მისი ინიციატივით განხორციელდა მრავალი კულტურული, საგანმან. და საზ. პროექტი ქართ. კულტურის, ქართ. ენისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით. აქტიურად მონაწილეობს შვეიცარიაში გამართულ პოლიტიკურ და საზ. დისკუსიებში საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელს უწყობს საქართვ. შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას და ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების განვითარებას. მ. ი. არჩეული იქნა ქართ. სათვისტომოს ორგანიზაციის პრეზიდენტად (2025-დან).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): Mgeladze, I. (თანაავტორი). (2010,2014,2019,2024). Physik für Mittelschulen . Publisher Hep-Verlag, Bern, ISBN 978-3-03905-357-5; Mgeladze, I. (თანაავტორი). (2019) Physik für Mittelschule Aufgaben. Publisher Hep-Verlag, Bern, ISBN 9783035514360.