მგელაძე დავით დიმიტრის ძე
მგელაძე დავით დიმიტრის ძე

მგელაძე დავით დიმიტრის ძე (08. V.1876, სოფ. ლესა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი-1938, თბილისი), სამხ. ექიმი, ქირურგი, გენ., დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (1916). საქართვ. სამხ. სამედ. სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი; ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); დაამთავრა ქუთ. ვაჟთა გიმნაზია (1896); პეტერბურგის სამხ. სამედ. აკად. (1902). სხავადასხვა დროს მსახურობდა - ბათუმის, ართვინის, ყარსისა და ახალციხის  სამხ. ნაწილებში, ექიმად (1902-1904); რუს.-იაპონიის ომის დროს (1904-1905) მოწინავე პოზიციებზე იბრძოდა აღმ. ციმბირში, კეროდ პორტარტურში, რ-ის დაცემის შემდეგ (1905), სამსახური მანჯურიაში გააგრძელა (1905-1907); მოგვიანებით იგი გადაიყვანეს კავკ., თბილ. სამხ. ჰოსპ. ექიმად (1907); პარალელურად შეთავსებით მუშაობადა მეტეხის ციხეში; სხვადასხვა დროს იყო - ორდუბადის ლაზარეთის მთ. ექიმი (1908-1912); სპარს. მყოფი თავრიზის სამხ. რაზმის ექიმი (1912);  პეტერბურგის სამხ. სამედ. აკადემიის ქირურგი  (ქირურგიაში ცკვალიფიკაციის ასამაღლებლად -1913-1914); I მსოფლიო ომის დროს  იბრძოდა გერმ. ფრონტზე (1914-1917); საქართვ. დემოკრატ.  მთავრობის დროს იყო სამხ.-სანიტ. განყ-ბის უფრ. (1918-1919);  საინჟ. სამმართველოს უფრ. ექიმი, შემდეგ  თბილ. გარნიზონის ექიმი; (1921-გასაბჭოების შემდეგ დაინიშნა ); ქართ. დივიზიის ექიმი (1922-1923); თბილ. ჯან. განყ-ბის სან. ნაწ.  გამგე (1924 );  მისი ინციატივით დაარსებული საბინაო სააღმშენებლო კოოპერაციული ამხ.-ის “ვაკე”, თავ-რე (1922-1930). მძიმე ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა საზ. საქმიანობას (1930-დან).

ლიტ.: ბულეიშვილი, მ. (2008). ექიმი დავით დიმიტრის ძე მგელაძე: (1876-1938). თბ.,  ამირანი; საქართველოს ეროვნული არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 4.