მგალობლიშვილი ქეთევან
მგალობლიშვილი ქეთევან

მგალობლიშვილი ქეთევან ლევანის ასული (07. IX. 1962, გურჯაანი), გეოგრაფი, სა­ქართვ. გეოგრ. საზ-ბის აღმას­რ. დი­რექ­ტორი (2024-დან), საქართვ. მსოფლიო მიღწევათა და მოგ­ზა­ურო­ბა­თა ხელ­შემწყო­ბი კავშირის _ კლუბი „გიორგის“ გენერალური მდივანი (2016-დან), სა­­­­ქართვ. მას­წავ­ლებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი (2016). მ.ქ.–მ წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონ. და სო­ც. გეოგრ. სპე­ცი­ალო­­­ბით (1985). იმავე წლიდან მუშაობს საქართვ. გეოგრ. საზ-ში: ექს­კურსიამძღოლად (1985-1990), კონსულტანტ-რეფერე­ნ­ტად (1990-2009), ად­მი­ნის­ტრა­ციის ხელმძღვანელად (2009-2024), სწავლულ მდივნად (2014-2024). ამჟამად სა­ქართვ. გეოგრ. საზ-ბის აღმას­რ. დი­რექ­ტორია (2024-დან), მ.ქ. იყო თსუ-ში ორგანიზებული არაერთი ღონისძიების ორგანიზატორი და მონაწილე (ადგილ.  და საერთაშ. კონფერენციები, ვორქშოფები, ლექცია-მოხსენებები, შეხ­ვედ­რები, წიგნის პრეზენტა­ციები, საიუბილეო საღამოები, გეოვიქტორინები ექსპედიციები). მათ შორის იყო აკად. გ. ჩიტაიას დაბადების 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ეთ­ნოგრ. გამოფენის „ალაზნის გაღმა... საქართვე­ლოში“ ორგანიზატორი თსუ-ში (2015), სადაც წარ­მოდ­გენილი იყო საინ­გი­ლოდან ჩამოტანილი უნი­კალური ნაქსოვი ნიმუშები და ეთნო­გრ.  ექსპო­ნატები. მ.ქ. ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა ორგანიზაციების ღონისძიებებში: გეოგ­რ. პე­დაგოგთა დახელოვნების კურ­­­სე­ბისა და საქალა­ქო კონ­ფე­რენ­ცი­ების მოწყობაში (1986-2005), საქართვ. რეგი­ო­ნებში ჩატარებულ გას­ვლით ღო­ნის­­ძი­ებებში (1985-2000),  ეროვნ. სასკოლო სასწ. გეგმაში ცვლილებებისა და გეოგ­რ. ახა­­ლი სახელმძღვანელოების განხილ­ვებში, შეფასებისა და გამოცდების ეროვ­­ნ. ცენ­ტრთან და ალტერ­ნატიულ სახელმძღვანელოთა ავტო­რებთან მასწავ­ლე­ბელ­თა შეხ­ვედ­­­რებში (2003-2014), გეოგ­რ. პედა­გოგთა კონფერენციის მოწყობაში (2017), გეოგრ. საუკეთესო პედაგოგის გამო­სავ­ლენად შექმნი­ლ საკონკურსო კომი­სიების მუშაობაში (2018-2019). მ.ქ. მონაწილეობდა პროექტში „საქართვე­ლოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ინტე­რაქტიული ისტო­რიულ-გეოგრაფიული რუკა და საცნობარო-საილუსტრაციო მონა­ცემთა ბანკის შექმნა“ (2012-2014), რომლის ფარგლებშიც მოეწყო ექსპედიციები თურქეთში, სომხეთსა (ლორე) და აზერბაიჯანში (საინგი­ლო). ექსპედიციის ფარგლებში აღმოჩენილი და შესწავლილი იყო არაერთი მივიწყებული ქართ. ისტ.ძეგლი. მ.ქ. იყო კლუბ „გიორგისა“ და გეოგრ. სა­ზ-ბის მიერ შექმნილი ჯ. ლეჟავას მსოფლიო მოგზაურობის სააგენტოს პრესცენტრის მდი­ვანი (1993-2002). მისი მონაწილეობით მოეწ­ყო რამდე­ნიმე რადიოხიდი (კაირო-თბილისი, ატლანტა-თბილისი, პარიზი-თბილისი) და პირდაპირი ჩართვა მსოფლიო მოგზაურთან, გაიმართა მოგ­ზაურობის ამსახ­ველი ფოტოგამოფენები გეოგრ. საზ-ში, ეროვნ. ბიბ­ლიოთეკასა და თბი­ლ. ქარვასლაში. ამასთან იგი იყო გინესის მსოფლიო რეკორ­დების წიგნში შეტანილი მრავალი რე­კორდის ხელშემწყობი. მ.ქ. მონაწილეობდა გეოგრ. საზ-ბის არქივის დამუშავებაში (1989-1992),  სოფ. ძევერაში (გორის მუნიციპ.) აკად. ალ. ჯავახიშვილისა და სოფ. ეკში (სე­ნაკის მუნიციპ.) აკად. თ. და­ვითაიას მემო­რიალური მუზეუმების მოწყობაში, მეცნიერთა მოღ­ვა­წეობის ამსახვე­ლი დოკუ­მენტების, სამეცნ. ნაშრომების, ხელნაწერების, პირა­დი ნივთების კატა­ლო­­­­გი­ზაციაში (1985-87). არის საქართვ. გეოგ­რ. საზ-ბის შრომების ახალი სერიის (2018-დან) პასუხისმგებელი მდივანი და ტომების რედაქ­ტო­რი. მ.ქ. მონა­წი­ლეობდა ალ. ჯავახიშვილის თხზულებათა მე-3 ტო­მის  (გეომორფო­ლოგიური შრო­მე­ბი), ალ. ჯავახიშვილის მე-2 შევსებული და გადა­მუ­შავებული ბიო­ბიბ­­ლიოგრა­ფიის (2015), საქართვ. გეოგრ. ატლასისა (2018)  და ქვემო ქართლის რეგიონის ატლასის (მზადდება გამოსაცემად) შედგენაში. არის ამ ატლასებში ჩართული რამდენიმე რუკის ავტორი. გამოქვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს 20-ზე მეტი სა­მეც­ნ. და პუბლი­ცის­ტუ­რი ხასიათის ნაშ­რო­მი, რომელთა უმეტესობა ეხება რუსე­თის საიმპერატორო გეოგ­რ. საზ-ს კავკასიის გან­ყ-ბის, საქართ­ვ. გეოგრ. სა­ზ-ბის, თბი­ლ. საჯარო ბიბ­ლიოთე­კის ისტორიისა და საქართვ. ეროვ­­. მუზეუმის ზო­ოლოგიურ კო­ლექციათა ფორმირების საკითხებს, საქართ­ვ. ისტ.-გეოგ­რ. რეგი­ონე­ბის ეთნოგრაფიასა და ქართუ­ლი კულტურული ძეგლების შესწავ­ლას. მ.ქ.–ს  მიღე­ბუ­ლი აქვს საქართვ. ეროვნ. მუზეუმის სა­პატიო სიგელი (2016).

თხზ.: მგალობ­ლიშ­ვილი, ქ. (2009). ტფილისის საჯარო ბიბ­ლი­ოთეკის დი­რექ­ტორები. ჟურნ. „საქართვე­ლოს ბიბ­ლიოთეკა“, № 4 (37), გვ. 10-14, ISSN 1512-0880; მგალობლიშვილი, ქ. (2015). ალაზნის გაღმა... საქართველოში. ინგილოური ქსოვის ნიმუშები. აკად. გ. ჩი­ტაიას 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გზამკვლევი, უნ-ტის გამ-ბა; Мелкадзе, Н.В., Мгалоблиш­вили, К.Л. (2012). Научно-информа­ционная и биб­ли­огра­фи­чес­кая деятельность Кав­казского отдела Импе­ра­­торского Русского геогра­фи­ческого об­щества // Труды Между­народного библиогра­фи­ческого конг­ресса (Санкт-Петербург, 21-23 сентября 2010 г.), часть 3. Санкт-Петербург: Изд.-во РНБ, стр. 155-169, ISBN 978-5-8192-0435-1; მგა­­­­ლობ­ლიშ­ვილი, ქ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნე­თა კვალ­და­კვალ. ფოტოალბომი გამოსაცემად მოამზადეს ნ. მჟავიამ და დ. ნი­კო­ლაიშვილმა. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 978-9941-13-364-0; მგა­ლობ­ლიშვილი, ქ., (თანაავტორი). (2020). მსხვი­ლი ძუ­ძუმ­წოვრებისა (Mammalia) და ფრინვე­ლების (Aves) უნიკალური სახეობები საქართ­ვე­ლოს ეროვნული მუზეუმის ზოოლო­გიური კო­ლექ­­­ციების მიხედვით. საქართვ. გეოგ­რ­. საზ-ბის შრო­მები, ტ. II (XX), თბ., გვ. 38-56,ISSN 2587-5450.