-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
მეუნარგია თენგიზ (ჯამბული) ვალერიანის ძე (17.VIII.1937 ქ. ზუგდიდი-2.XII.2022 ქ. თბილისი). მათემატიკოსი და მექანიკოსი, თსუ-ის პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1997). დაამთავრა: ქ. ზუგდიდის ვაჟთა საშ. სკოლა, ოქროს მედალზე, (1955) . თსუ-ის მექან.–მათ. ფაკ-ტი, წითელ დიპლომზე,(1955- 1960) და ასპირანტურა, ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის განხრით, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1973) - თემა „ცვალებადი სისქის ფირფიტების ღუნვის თეორიის შესახებ“ (ხელმძღვ. აკად.ი ი. ვეკუა). ფიზ-მათ. მეცნ. დოქტორი - თემა „სწრაფად ცვალებადი გეომეტრიის მქონე დრეკადი გარსების მათემატიკური თეორიის სასაზღვრო ამოცანები“. იყო: თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტისა (1962-1964) და კიბერნ. და გამყემებითი მათ. ფაკ-ტის ასისტენტი (1964–1966), თსუ-ის გამოყენებითი მათ. პრობლემური ლაბორატ. თანამშრომელი (1966-1968), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინს-ტის (უმცროსი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, გარსთა თეორიის განყ-ების გამგის მოადგილე და ამავე განყ-ების გამგე, კვლავ უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, დრეკადობის და გარსთა თეორიის განყ-ების ხელმძღვ.) (1968-2022). მისი პირველი შრომები მიეძღვნა ი. ვეკუას თეორიის საშუალებით კონკრეტული სასაზღვრო ამოცანების ამოხსნას. მან ანალიზურად ამოხსნა ძაბვის კონცენტრაციის ამოცანები უსასრულო ფირფიტებისთვის წრიული ხვრელით ი. ვეკუას თეორიის სხვადასხვა მიახლოების შემთხვევაში. შემდგომი შრომები მიეძღვნა ძაბვის კონცენტრაციის ამოცანების ამოხსნას ანიზოტროპული ფირფიტებისათვის. მან ი. ვეკუას განზომილების რედუქციის მეთოდი გამოიყენა დრეკადობის მომენტური სამგანზომილებიანი თეორიის ძირითადი განტოლებების რედუცირებისთვის. ამ მიმართულებით მიღებული შედეგები შეჯამებულია მის მონოგრაფიაში [1]. მან ასევე განავრცო განზომილების რედუქციის ვეკუას მეთოდი არადამრეცი გარსებისათვის, რამაც შესაძლებელი გახდა გარსის სისქის მიმართულებით მეტრიკის ცვლილების გათვალისწინება. შემდგომი ეტაპი იყო მიღებული შედეგების განზოგადება გეომეტრიულად და ფიზიკურად არაწრფივი თეორიების შემთხვევებისთვის. კონკრეტული ამოცანების ამოსახსნელად გამოიყება მცირე პარამეტრის მეთოდი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013) და ი. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2015).
თხზ.: მეუნარგია, თ. (1987). ი. ნ. ვეკუას მეთოდის განვითარება დრეკადობის მომენტური თეორიის სამგანზომილებიანი ამოცანებისთვის. უნ-ტის გამ-ბა.