-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მეცხვარიშვილი რობერტ იასონის ძე (05, III, 1929, თბილისი - 22, IV, 2013 ). ქუთაისის კლასიკური (ვაჟთა-I) გიმნაზიის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1947), სწავლა განაგრძო ლენინგრადის ჟდანოვის სახ. უნ-ტში (სანკტ პეტერბურგი სახელმწ. უნ-ტი) ფიზიკის ფაკ-ტზე, ბირთვული ფიზიკის სპეციალობის განხრით (1949-დან), უნ-ტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, განაწილებით მუშაობა დაიწყო ა. ფ. იოფეს სახ. ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის სამეცნ. კვლ. ინ-ტში (1952). ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში, ბენიამინ კელმანის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია, თემაზე: „Исследование Конверсионных Спектров Возбужденных Ядер Pt192, Os192, Tm169, Hg198“ და მიენიჭა ფიზ - მათ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1960). სსრ-ის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მიანიჭა უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის სამეცნ. წოდება (1972). მუშაობა დაიწყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (1961), იყო მის მიერ შექმნილი ბირთვული სპექტროსკოპიის განყ-ბისა (1983-დან) და ბირთვული ფიზიკის ლაბორ. გამგე (1991-2006), მისი უშუალო ხელმძღვანელობით ფაკ-ტზე შეიქმნა მაგნიტური β-სპექტრომეტრი, მაღალი გარჩევის უნარიანობით, რომლის ანალოგი არ არსებობდა იმ დროისათვის მსოფლიოში. ამ სპექტრომეტრის საშუალებით შესაძლებელი გახდა ექსპერიმენტულად სრულყოფილად დადგენილიყო ატომის ბირთვის კვანტური მახასიათებლები, კერძოდ პირველად ყოფილიყო გაზომილი და გაყოფილი LL1, L2, L3 ახლომდებარე კონვერსიული ხაზების ფარდობითი ინტენსივობები რიგი γ-გადასვლებისათვის რადიაქტიულ იზოტოპებში: 212Bi, 114In, 152Sm, 154Gd, 169Tm, 192Pt, 198Hg, 182Ta, 182W, 175Yb, 56Fe, 88Sr, 124Tc, 48V, 147Nd, 147Pm, 169Lu, 170Lu, 171Lu, 172Lu . ასევე, თსუ-ში მისი ინიციატივით შემუშავებული და შექმნილი იყო სცინტიტილაციური ბეტა-სპექტრომეტრის კომპლექსი, რადიაქტიული ნახშირბადის გასაზომად, დენდროხრონოლოგიურად დათარიღებულ ნიმუშებში, პირველად გაზომილი იყო 14C,13C-შემცველობა ხის რგოლებში ბოლო 400 წლის განმავლობაში. შედეგად პირველად იქნა დადგენილი 11 წლიანი ციკლის არსებობა მაუნდერის მინიმუმამდე, რითაც დაიმსხვრა ჰიპოტეზა ჯ. ა. ედიის (J.A Eddy), რომ 11 წლიანი მზის აქტივობის გალაქტიკური კოსმოსური სხივების ციკლი შეიქმნა მაუნდერის მინიმუმის შემდეგ. მ. რ.-ს მიერ, ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ 11 წლიანი ციკლი პრაქტიკულად იგივე იყო მაუნდერის მინიმუმამდეც და მას შემდეგაც. ასევე მზის აქტივობის ციკლურობა არ ქრება მის ექსტრ. მდგომარეობაშიც კი. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, თემაზე: „Исследования Бета-Излучения Ядер и Временного Хода Содержания Радиоактивного Углерода в атмосфере Земли на разработанных Комплексах Магнитных и Сцинтиляционных Вета-Спектрометров“ და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1990). მისი სამეცნ. შედეგები შეტანილია მსოფლიოს ბირთვული კვლევების ბაზებში. დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ამ მონაცემების ციტირება სხვადასხვა წიგნებში, სამეცნ. ჟურნალებში, თუ მონოგრაფიებში. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია და სადიპლომო ნაშრომი, უძღვებოდა სალექციო კურსებს მაგისტრატურაში.
თხზ.: Мецхваришвили, Р. (თანაავტორი). (1990). Исследование γ-Переходов при Распаде 134 Cs. Ядерная Физика, т. 51, №1, 22-26; Metskhvarishvili, R. (თანაავტორი). (1992). Variation of Radiocarbon Content in Tree Rings During the Maunder Minimum of Solar Activity. RADIOCARBON, Vol. 34, No. 2, pp. 213-217; Metskhvarishvili, R. (თანაავტორი). (1996). Internal- Conversion Electrons from 122- and 136-keV γ Transitions in 57 Fe. Physics of Atomic Nuclei/Yadernaya Fizika, Vol. 59, No. 5, pp. 737-738.