-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მეცხვარიშვილი იოსებ რობერტის ძე (15.III.1970, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, მაღალტემპერატურული ზეგამტარების სპეციალობის განხრით (1991). აკად. ნოდარ კეკელიძის და პროფ. ჯუმბერ სანიკიძის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „მაღალტემპერატურული პოლიკრისტალური Bi-(Pb)-Sr-Ca-Cu-O ზეგამტარების მაგნიტური თვისებები სუსტ ველებში“ (2002). მუშაობადა ფიზიკის ფაკ-ტის მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და ნახევარგამტარების მასალადმცოდნეობის კათედრაზე, უფრ. ლაბორანტის თანამდებობაზე (1992), ნახევარგამტარული მასალადმცოდნეობის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომლის (2003); უფრ. მეცნ. თანამშრომლის თანამდებობაზე (2004-დან); იყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის, ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი (2006-2008); ამავე უნ-ტის სასწ. დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე (2008-2011). უნ-ტში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო (2003 პს № 0171), გერმანიის აკად. გაცვლითი პროგრამის (DAAD, 2003), საქართვ. სამეცნ. ტექნოლ. განვითარების ფონდის (GRDF-TGP-06, 2003.) სტიპენდია; მუშაობს სოხუმის ფიზიკა ტექნიკის ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე და ხელმძღვანელობს პროგრამული დაფინანსებით თემას „მაღალტემპერატურული ზეგამტარები“ (2011-დან); უკავია საქართვ. ტექ. უნ-ტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფა-კტის პროფესორის თანამდებობა (2014-დან). მის სამეცნ. ინტერესებს წარმოადგენს მაღალტემპერატურული ზეგამტარების მასალათა ტექნოლოგიები და ზეგამტარული თვისებების კვლევა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად არის შექმნილი, რთული და მაღლტექნოლოგიური Hg-ფუძიანი და Tl-ფუძიანი მაღალტემპერატურული ზეგამტარები. კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია Springer, Elsevier, AIP გამომც. ჟურნალებში. “Scopus”-ის მეცნი. მონაცემთა ბაზის მიხედვით გამოქვეყნებული აქვს 40 მდე სტატია.არის რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული 10 პროექტის მონაწილე, როგორც სამეცნ. ხელმძღვანელის, ასევე ძირითადი პერსონალის რანგში. ევროპული პროექტის European Commission Project (MSCRISE, H2020-MSCA-RISE-734164-Graphene 3D, Duration: 2017-2022) მკვლევარის რანგში. ამჟამად მისი მიმდინარე კვლევები დაკავშირებულია Tl-ფუძიანი მტზ დაფენილი ფირების შექმნასთან, რ-საც აქვს დიდი პრაქტიკული გამოყენება, ასევე არის მაღალრეიტინგული საერთაშ. კონფერენციების აქტიური მონაწილე.
თხზ.: Metskhvarishvili, I. (2009). Low Fiels High Harmonic Response of Tl 2 Ba 2 Ca 2 Cu 3 O 10 and SnMo 6 S 8 Polycrystalline Superconductors. Journal of Low Temperature Physics, N 155, pp. 153-159; Metskhvarishvili, I. (თანაავტორი). (2020). Influence of Dysprosium Addition on the Phase Formation and Transport Properties of Hg-1223 Superconductor. Journal of Superconductivity and Novel Magnetism, 33 pp. 3401-3405; Metskhvarishvili, I. (თანაავტორი). (2026). Influence of As 2 O 3 vapor pressure on phase formation and superconducting properties of Tl-2212 HTS. Low Temperature Physics, N 52, pp. 85-89.