მეტრეველი ზაზა ვალერიანის ძე
მეტრეველი ზაზა ვალერიანის ძე

მეტრეველი ზაზა ვალერიანის ძე (25.VII.1959, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1981). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (1981-1986), შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (1987-1992). მ. ზ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „კვარკებისა და დიკვარკების ფრაგმენტაცია პიონ-პროტონულ და პიონ-ნახშირბადის ურთიერთქმედებებში 40 Gev/c ენერგიაზე“ (JINR, დუბნა, რუსეთი). მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR) მეცნიერ-თანამშრომლის პიზიციაზე (1992-94); იყო მიწვეული მეცნიერი სხვადასხვა სამეცნ. ცენტრში: ნაიმეგენის უნ-ტი (ჰოლანდია) (1994), ბირთვული კვლევების ევრ. ორგანიზაცია (CERN, შვეიცარია) (1995-1998), საერთაშ. თანამშრომლობის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ლაბორ., CLEO კოლაბორაცია (კორნელის  უნ-ტი, აშშ) (2001-2007), როგორც უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და ლექტორი-პროფესორი (ნორთვესტერნის უნ-ტი, აშშ, 1999-2013); არის საქართვ.-ს აგრ. უნ-ტის სრული პროფესორი; კ. ამირაჯიბის ინჟინერიის ინ-ტის დირექტორი და ინჟინერიის სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2013-დან); ასევე არის ამავე უნ-ტის საინჟ. ტექნოლ. ფაკ-ტის დეკანი (2015-დან). მ. ზ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ამაჩქარებლებზე დამყარებული მაღალი და საშ. ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში; იყო მრავალი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვ. და მონაწილე; 350-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ნაშრომთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ.; ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: “Observation of c(2S) Production in  Fusion at CLEO” (Phys. Rev. Lett. 92, 2004); “Observation of the hc(1P1) State of Charmonium” (Phys. Rev. Lett. 95, 2005);  “Confirmation of the Y (4260) Resonance Production in Initial State Radiation” (Phys. Rev. D 74, 2006). მ. ზ. იყო არის მრავალი საერთაშ. სამეცნ. თანამშრომლობის წევრი (EHS/NA22, DELPHI, ATLAS, E835, CLEO, PANDA, JEDI); შეიძინა ექსპერტის დონე ამაჩქარებლებზე დამყარებული მაღალი საშ. ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებში. პარალელურად პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ნორთვესტერნი უნ-ტში (აშშ); საქართვ. აგრ. და   თბილ. თავისუფალ უნ-ტებში.  მ. ზ. დაჯილდოვდა აშშ-ის მთავრობის მიერ „გამორჩეული მეცნიერ-პროფესორის“  წოდებით (Outstanding Researcher-Professor) „გამორჩეული მიღწევებისა და საერთაშ. აღიარებისათვის“ (2001).