მეტრეველი სლავა კალისტრატეს ძე
მეტრეველი სლავა კალისტრატეს ძე

მეტრეველი სლავა კალისტრატეს ძე (30.V.1936, სოჭი - 7.I.1998, თბილისი), ფეხბურთელი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1972). გამოდიოდა მოსკოვის "ტორპედოში" (1956-1962); იყო თბილ. "დინამოს" თავმდამსხმელი (1963-1971); გუნდის კაპიტანი (1967-დან). უმაღლ. ლიგაში ჩატარებული აქვს 376 მატჩი (84 გოლი). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი (11 გოლი); ევროპის თასის მფლობელი (1960); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (IV ადგილი,1966); ორგზის სსრკ ჩემპიონი (1960,1964); ორგზის მეორე (1957,1961) და ორგზის მესამე პრიზიორი (1967, 1969). საბჭ. კავშირის თასის მფლობელი (1960); 8 ჯერ შევიდა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში (6-ჯერ - პირველ ნომრად); დაასახელეს საქართვ. საუკეთესო სპორტსმენად (1964); ითამაშა მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში (1968). მუშაობდა მწვრთნელად (1972-დან). ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მარჯვენა გარემარბი. გამოირჩეოდა ფილიგრანული ტექნიკით, დიდი სისწრაფით, უნაკლო პასით და სხარტი საფეხბურთო აზროვნებით. იყო საქართვ. დამსახურებული მწვრთნელი (1976) და სსრკ სპორტის დამსახ. ოსტატი (1960). მიენიჭა ღირსების ორდენი ქართ. ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადების საქმეში დიდი ღვაწლისათვის (1996).