მეტრეველი პეტრე
მეტრეველი პეტრე

მეტრეველი პეტრე (29.IX.1941, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1963). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1964-1980); სახ. მეურნეობის მართვის ინ-ტში, ფაკ-ტის დეკანი (1980-1992); საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეპარტამენტის დირექტორი (1992-2004); თსუ-ის იუნესკოს ცენტრის ხელმძღვ. (2002-2004); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (2004-2008);  საქართვ. პრეზიდენტის მრჩეველი (2008-2010); თბილ. საკრებულოს წევრი: პარტიული სიით - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (2010-2014). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტ. და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2008); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ღირსების ორდენი (2002).