მეტრეველი ნუნუ ოთარის ასული
მეტრეველი ნუნუ ოთარის ასული

მეტრეველნუნუ ოთარის ასული (19.VIII.1962, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1987). მუშაობდა ამავე უნ-ტის მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის მეცნ.-თანამშრომლად (1988-1996). დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი  ბიოფიზიკის მიმართულებით (1997). მუშაობას აგრძელებს ამავე უნ-ტის მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1998-2005). ეწევა რ-ც სამეცნ., ისე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. მისი კვლევითი ინტერესები უკავშირდება ისეთ სამეცნ. სფეროებს, როგორებიცაა: მოლეკულური ბიოფიზიკა, ფოტობიოლოგიური პროცესების ბიოფიზიკა, ბიოტექნოლოგია და სხვა. არის ორმოცზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მუშაობას აგრძელებს ილიას სახელმწ. უნ-ტში პროფესორის თანამდებობაზე  ბიოფიზიკის მიმართულებით (2006-დან). ხელმძღვანელობს ამავე უნ-ტის ბიოფიზიკის ინ-ტს (2011-დან).