მეტრეველი ნანა კონსტანტინეს ასული
მეტრეველი ნანა კონსტანტინეს ასული

მეტრეველი ნანა კონსტანტინეს ასული  (23.VIII.1963, გორი, ნიქოზი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1986), შემდეგ ასპირანტურა მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალობით. მუშაობდა თსუ–ის მყარი სხეულების ფიზიკის კათედრაზე ლაბორანტის (1988-დან), მეცნ. თანამშრომლის (1994-დან) და დოცენტის პოზიციაზე (1998-2006). კითხულობდა ლექციების კურსს მაგისტრატურაში, ხელმძღვანელობდა მყარი სხეულების ფიზიკის სამაგისტრო პროგრამას (2003-2006), მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 14 სამაგისტრო ნაშრომი. იყო სოხუმის უნ-ტის საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-2009), თანამშრომლობდა განათლების სამინისტროსთან, იყო ეროვნ. სასწ. გეგმების და შეფასების სამუშაო ჯგუფის ექსპერტი (2007-2011). დაიცვა საკანდიდატო (1996) და სადოქტორო დისერტაცია (2006). სამეცნ. კვლევის სფეროა არაწრფივი ეფექტები ნახევარგამტარებში. მისი ავტორობით და თანაავტორობით გამოქვეყნებულია 42 სამეცნ. სტატია, მათი დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 6 სამეცნ. გრანტი.