მეტრეველი ლილი ზურაბის ასული
მეტრეველი ლილი ზურაბის ასული

მეტრეველი ლილი ზურაბის ასული (20.X.1989, ხაშური), ლიტერატურათმცოდნე, დაამთავრა თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი, ქართ. ფილოლოგიის (მთავარი - Major სპეციალობა) და პოლიტ. მეცნ. (მეორედი - Minor სპეციალობა) მიმართულებით (2011). არის თსუ–ის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის, ტექსტოლ. და სარედაქციო-საგამომცემლო საქმის მაგისტრი (2014) და თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ლიტერატურის თეორიის განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი (2014), თსუ-ის მოწვეული ლექტორი (2018), კსუ-ს ასისტენტ-ლექტორი (2023) შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის საზ-ებასთან ურთიერთობის მენეჯერი (2022), შედარებითი ლიტერატურის ქართ. ასოციაციის (GCLA) კოორდინატორი და წევრი, ყოველწლიური საერთაშ. სამეცნ. სიმპოზიუმის „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. სამეცნ. შრომების ყოველწლიური კრებულის-„ლიტერატურული ძიებანი“ პასუხისმგებელი მდივანი, საერთაშ. და ლოკალური პროექტების ძირითადი მონაწილე და მენეჯერი, საერთაშ. და ადგილ. კონფერენციების მონაწილე.

თხზ.: მეტრეველი, ლ. (თანაავტორი). (2016). ტექსტებში მოგზაური პერსონაჟი - ნურადინ ფრიდონი. თბ., ISBN 978-99 41-461-57-6; Metreveli, L. Epoch of Soviet Totalitarianism and Georgian Comedy with a Political Emphasis (Qvarqvare Tutaberi by Polikarpe Kakabadze. Societal Studies. Lithuania, MIkolas Romeris University. ISSN 2029-2236 (print) ISSN 2029-2244 (online); მეტრეველი, ლ. (2018). ტოტალიტარული რეჟიმი და ბელადის სახე გრიგოლ რობაქიძის ესეისტიკასა და მხატვრულ შემოქმედებაში. თბ.,  ISBN 978-9941-13-804-1; მეტრეველი, ლ. (2020). ურბანული მითი ქართულ მოდერნისტულ ლიტერატურაში. თბ.,  ISBN: 978-9941-13-919-2; მეტრეველი, ლ. (2023). ავანტიურისტი ანტიგმირის რეცეფცია სოცრეალიზმის ეპოქის ლიტერატურულ ტექსტსა და კრიტიკაში: (მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ და პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“). თბ., ISBN: 978-9941-36-182-1; მეტრეველი, ლ. (2023). სამი მედეა - მედეას მითის მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული რეცეფცია ქართულ ლიტერატურაში. თბ.,  ISBN978-9941-36-276-7 (All Volumes, Pdf) ISBN 978-9941-36-298-9 (Volume II, Pdf); მეტრეველი, ლ. (თანაავტორი). (2024). ომის დისკურსი და იდენტობის ძიება ლეო ვარდიაშვილის რომანში „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ . თბ., ISBN 978-9941-36-334-4; მეტრეველი, ლ. (2024). მედეას მითის თანამედროვე ლიტერატურული ინტერპრეტაციები მარგინალიზაციიდან დომინაციამდე: (კრისტა ვოლფის რომანი: „მედეა–ხმები“ და ნინო ხარატიშვილის პიესა „ჩემი და შენი გული [მედეა]“). ლიტერატურული ძიებანი. ISSN 0235-3776, ISSN (online) 2960-9968.