მეტრეველი ლევან ალექსანდრეს ძე
მეტრეველი ლევან ალექსანდრეს ძე

მეტრეველი ლევან ალექსანდრეს ძე(1953, თბილისი), ბიოლოგი. დაამთავრა თსუ-ის  ბიოლოგიის ფაკ-ტი (1976). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ალ. ნათიშვილის სახ. ექსპ. მორფოლოგიის ინ-ტის ანატომიის განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1977-2009), თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის ანატომიის დეპარტ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი  (2010 – 2017). ამჟამად ამავე ინ-ტის კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტ. უფრ. მეცნიერი თანამშრომლია (2018-დან). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მიოკარდი და მისი სისხლძარღვები გვირგვინოვანი არტერიების გადაკვანძვის დროს კომპენსატორული ჰიპერტროფიის ფონზე“ და  მიენიჭა ბიოლოგიის მეცნ. დოქტორის ხარისხი (სპეციალობა „ადამიანის ანატომია, 1986). გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრენინგები: Laboratory Animal Use and Care Policy in Georgia Stages to Pass Through (2016-2019). არის საქართვ. ლაბორ. ცხოველების მეცნ. ასოციაციის “GALAS” -ის წევრი (2015-დან). ლ. მ. არის 1 მონოგრაფიის თანაავტორი და 65 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მონაწილეობდა მოხსენებით სხვადასხვა საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. კონფერენციებში. ეწევა პედაგოგ. მოღვაწეობას. არის თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის კლინ. ანატ. და ოპერაც. ქირურგიის კათედრის მოწვ. პედაგოგი (2010-დან).

თხზ.: მეტრეველი, ლ. (1994). ანატომია: 1100 ტესტ-კითხვა. თბ.; მეტრეველი, ლ. (2003). ახალი ულტრაბგერითი მეთოდის - გულის წუთმოცულობის ავტომატური გაზომვის კლინიკური გამოყენება ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში. თბ., მეტრეველი, ლ. (2007). ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები. თბ.; მეტრეველი, ლ. (თანაავტორი). (2016). უდაბნოს თერმული წყლის ორგანიზმზე ზემოქმედების ზოგიერთი მორფოლოგიური თავისებურება. სამეცნ. სტრატეგიების საერთაშ. კრებ. = International collection of scientific articles = Международый сборник научных статей :კულტუროლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის საკითხები/თბილ. ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისის-SPA" - ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ნაციონალური სამედ.-პრაქტიკული ცენტრი. ტ. 1, თბ.