-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მეტრეველი იოსებ მალხაზის ძე (17.XI.1954,, ქ. თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1976). მუშაობდა საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში, მეცნ.-თანამშრომლის თანამდებობაზე (1977-1985). იყო ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. ხელმძღვ. პროფ. ლ. ბუიშვილი (1981). მუშაობდა თსუ-ის ზოგადი ფიზიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1985). გამოქვეყნებული აქვს მეთოდური მითითებები ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის და 18 სამეცნ. სტატია წამყვან საკავშირო სამეცნ. ჟურნალებში და საერთაშ. კონფერენციების თეზისებში, მყარ სხეულებში მაგნიტური რეზონანსის თეორიის საკითხებზე და თერმოდინამიკურ პროცესებზე ბიოლოგიურ ობიექტებში დაბალ ტემპერატურებზე. კითხულობდა ზოგადი ფიზიკის კურსს უნ-ტის სხვადასხვა ფაკ-ებზე. ამჟამად მუშაობს სხვა სფეროში (1999-დან).
თხზ.:მეტრეველი, ი. (1989). უარყოფითი აბსოლუტური ტემპერატურა. თსუ გამ-ბა.