მეტრეველი გიორგი (გივი) სერაპიონის ძე
მეტრეველი გიორგი (გივი) სერაპიონის ძე

მეტრეველი გიორგი (გივი) სერაპიონის ძე (10. IX. 1938, ბათუმი), გეოგრ.-გეოლოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1996), თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1970-1971). დაამთავრა ბათუმის პედ. ინ-ტი ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტის I-II კურსი (1958), შემდეგ თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაციით (1965). გაიარა ასპირანტურის კურსი (1966-1968). მუშაობდა ჰიდრომეტეოროლ. სამმართველოს სამგორის სადგურის ინჟინრად (1964-1966), თსუ-ის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის ასისტენტად (1966), შემდეგ კათედრის დოცენტად (1970-1996), შემდეგ პროფესორად (1996-2006). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „აღმოსავლეთ საქართველოს სეზონური რეგულირების წყალსაცავების ჰიდროლოგიური რეჟიმი“ (1970), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მსოფლიო ოკეანის თანამედროვე ევსტაზია და ზღვისპირა რეგიონების ევსტატური პრობლემები“ (1995). გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მ. გ. იყო იუნესკოს სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიული კომისიის საქართვ. ეროვნ. ოკეანოგრაფიული კომიტეტის შექმნის ერთერთი ორგანიზატორი და მისი მდივანი (1990-2007). იყო აგრეთვე საერთ. პროექტების „Science for Peace“, Science for Stability“ და 2015 2024 წწ. პროექტი „წყალსაცავების პოზიტივები და ნეგატივები“ მონაწილე (2015-2024). მ. გ.-ს აქვს გამოგონებები, დამოწმებული შესაბამისი საავტორო მოწმობებით: ავტონ. ბუიანი ჰიდროლ. სადგური (N 09457), ჰიდროლ. ბუი (N 893688, N 948755), ჰიდროლ. სადგური ავტონ. ბუიანი (N 732165).

თხზ.: მეტრეველი, გ. (1985). ამიერკავკასიის წყალსაცავები, თბილ., ISBN: 190303200; მეტრეველი, გ. (1997). საზღვაო ჰიდრომეტრია, თბილ. უნ-ტის გამომც., ISBN: 5511005649; გიგინეიშვილი, გ.; მეტრეველი, გ.; გზირიშვილი, თ.; ბერიტაშვილი, ბ. (1999). კლიმატის თანამედროვე გლობალური დათბობის გავლენა საქართველოს ზღვის სანაპირო ზონაზე, თბილ., ISBN 45121006648; მეტრეველი, გ.; მეტრეველი, მ. (2020). რაჭის საგვარეულო ისტორია. უწერის თემის ჩამოყალიბება და ახალი გვარების შექმნა, თბილ.; მეტრეველი, გ.; მაჭავარიანი, ლ.; გულაშვილი, ზ. (2022). წყალსაცავების პოზიტივები და ნეგატივები, თბილ., ISBN: 9789941978463.

ლიტ.: ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 195-196, ISBN 9992806982.