მეტონიძე დავით კონსტანტინეს ძე
მეტონიძე დავით კონსტანტინეს ძე

მეტონიძე დავით კონსტანტინეს ძე (01.I.1966, თბილისი-16.VI.2013, დუბნა), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სპციალობით (1987). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში უმცროს მეცნ. თანამშრომლად (1988-1992). მ. დ. გარდაცვალებამდე მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი) გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიზაციის ლაბორატორიაში პროგრამისტად (1992-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფერო იყო: ექსპერ. და თეორ. ფიზიკური მონაცემებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლ. გაუმჯობესება. მ. დ. იყო რამოდენიმე ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებისა და საგრანტო პროექტის მონაწილე; არის რამოდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მაგ.: „К вопросу разработки и создания локалъной вычислителъной сети ИФВЭ ТГУ“ (препринт ИФВЭ ТГУ 06-92, 8, 1992). სამეცნ. საქმიანობის პარალელურად, მუდმივად ეწეოდა საგანმან. და პუბლიც. მოღვაწეობას ქართულ-რუსული მეგობრული ურთიერთობების ჩარჩოებში. მ. დ. იყო „ქართველთა კავშირი რუსეთში“ საზ-ბის თვალსაჩინო წევრი, „Georgians.ru”-ს ვებ-რედაქტორი, ქართული ენის ოფიც. თარჯიმანი. მან სამეცნ. კვლევების ფონზე შექმნა საჯარო პროექტები „კავშირი მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის“.