-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მესტვირიშვილი მირიან ალექსის ძე (15.VI.1934, სოფ. კურდღელაური, თელავის მუნიციპალიტეტი-28.X.2016, მოსკოვი). სწავლობდა თსუ ქიმიის (1952-1955) და ფიზიკის ფაკ-ტებზე (1955-1958). იყო თსუ ფიზიკის ფაკ-ტის ასპირანტი (1958-1961). საქართვ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ის უმცროსი მეცნ.-თანამშრომელი. იყო ქ. დუბნის ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინ-ტის თეორ. ფიზიკის ლაბორ. უმცროსი მეცნ.-თანამშრომელი (1964-1970). გახდა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ (1964). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1971). შემდეგ კი პროფესორია (1983-დან). იყო ქ. სერპუხოვის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (1970-1986), ამავე ინ-ტის ლაბორ. გამგე (1971-დან). არის საქართვ. მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988-დან). წლების განმავლობაში იყო მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის მთავარი მეცნ. თანამშრომელი. მისი მეცნ. ინტერესების სფეროა: მაღალი ენერგიების ფიზიკა, გრავიტაციის თეორია. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის. ლენინური პრემიის ლაურეატია (1986-დან). მიიღო მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ლომონოსოვის სახ. პრემია (2001). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის მათ. და ფიზიკის განყ-ბის წევრ-კორესპონდენტი (1988-დან).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულია): მესტვირიშვილი, მ. (თანაავტორი). (1985). Основы релятивистской теории гравитации, М.; მესტვირიშვილი, მ. (თანაავტორი). (1989). The Relativistic Theory of Gravitation, M.