-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი ჰიდროდინამიკოსი
მესტიაშვილი გელა ანზორის ძე
მესტიაშვილი გელა ანზორის ძე (5.V.1955, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი მაგნიტური ჰიდროდინამიკის სპეციალობით (1978). მუშაობა დაიწყო ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში. უმცროსი მეცნ. თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, რ-ებიც შეეხება ატმოსფეროს, ოპტიკას, კლიმატს, ატმოსფეროს აეროზოლურ გაჭუჭყიანებას. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე - "კონტინენტური და ზღვისმიერი წარმოშობის ატმოსფერული აეროზოლების ოპტიკური მახასიათებლების სტატისტიკური სტრუქტურა" (1990).