მესხია იაკობ (იაშა) ეგნატეს ძე
მესხია იაკობ (იაშა) ეგნატეს ძე

მესხია იაკობ (იაშა) ეგნატეს ძე (29.XII.1946, წალენჯიხის რ-ნი, სოფ. ობუჯი - 9.IX.2016), ინჟინერ-ეკონომისტი, მეცნიერი, დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1967). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, არის ეკონ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1987-დან). მუშაობდა საქართვ. საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში, სსრკ სტატსახკომის აღრიცხვისა და სტატისტიკის დარგთაშორისი ინ-ტის საქართვ. ფილიალში, საქართვ. ეკონ. და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ეკონ. და ფინანსების სამეცნ. კვლევითი ინ-ტის დირექტორია (1972-1991). მისი ინიციატივით დაარსებული ფინანსებისა და სტატისტიკის სამეცნ. კვლევითი ინ-ტის დირექტორია (1992-დან), ჟურნ. „გადასახედების“ მთ. რედაქტორი, საქართვ. კონტროლის პალატის პირველი მოადგილე, შემდეგ კი მოვალეობის შემსრულებელი, თბილ. საფინანსო-ეკონ. აკადემიის რექტორი, ქუთაისის საქართვ. უნ-ტის კათედრის გამგე (2004-2012) თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ბიზნესის კათედრის ხელმძღვ. (2013-2016). პროფესორი, იყო საქართვ. ეკონ. მეცნ. აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი (1995), ეგრესის სამეცნ. აკადემიის წევრი (1996), ნიუ-იორკის მეცნ. აკადემიის წევრი (1997). მიღებული აქვს: საქართვ. კომკავშირის პრემია(1976), საქართვ. სახელმწ. პრემია (2004); ღირსების ორდენი (2001, 2013); საქართვ. მეცნ. და ტექნიკის დარგის სახელმწ. პრემიის ლაურიატია.

თხზ.: მესხია, ი.  (1996). ეკონომიკური რეფორმა საქართველოში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მესხია, ი.  (2002). გადასახადები და დაბეგვრა. თბ.; მესხია, ი.  (2003). ბუღალტრული აღრიცხვა მასს-პრაქტიკაში. თბ., ბიზნეს-კურიერი; მესხია, ი. (თანაავტორი). (2004). საბაჟო გადასახადები. თბ.; მესხია, ი.  (თანაავტორი). (2010). რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა. თბ., ინოვაცია, ISBN 9789941912566; მესხია, ი.  (თანაავტორი). (2012). საჯარო ფინანსები : გადასახადები და ბიუჯეტი. თბ., ISBN9789941920080.