მესხი მიხეილ შალვას ძე
მესხი მიხეილ შალვას ძე

მესხი მიხეილ შალვას ძე (12.I.1937, თბილისი – 22.iV.1991, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის  ეკონ. ფაკ-ტი (1968). იყო თბილ. "დინამოს" მარცხენა გარემარბი (1955-1969). უმაღლ. ლიგაში ჩაატარა 284 მატჩი (53 გოლი), სსრკ ნაკრებში - 35 მატჩი (4 გოლი). იყო თბილ. № 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა "ავაზას" მწვრთნელად და დირექტორად (1969-1991). მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილ. "დინამოსა" (1955-1969) და "ლოკომოტივში" (1970). მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო ჩემპიონატში (1962) და ევროპის ერთა თასის პირველ გათამაშებაზე, რ-იც საბჭ. კავშირმა მოიგო (1960). იგი საქართვ. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართვ. მე-20 საუკუნის "საოცნებო გუნდის" წევრად დაასახელეს (1998). მის სახელს ატარებს თბილ. ლოკომოტივის სტადიონი, სადაც განთავსებულია მოქანდაკე გ. შხვაცაბაიას მიერ შექმნილი ძეგლი ,,ფეხბურთელი“, რ-იც ჩამოსხმულია ბრინჯაოში და დგას გრანიტის კვარცხლბეკზე (19.XI.2014). იყო სსრკ სპორტის დამსახ. ოსტატი (1965). საერთაშ. სპორტულ და ოლიმპიურ მოძრაობაში, მსოფლიო არენაზე საქართვ. სპორტ. და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენაში, ახალგაზრდა თაობათა ეროვნულ-პატრ. სულისკვეთებით აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და პირადი ფენომენალური სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (1999).