-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი
მესამე საკავშირო კონფერენცია ლანდშაფტმცოდნეობაში, რ-იც თსუ-ში ჩატარდა გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ზე, გეოგრაფების ინიციატივით (7-12.06.1958). მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები სხვადასხვა უნ-ტებიდან და სამეცნ. ცენტრებიდან (თსუ, მოსკ., ლენინგრადის, ვორონეჟის, ჩერნოვიცის, პერმის, ლვოვის, ყაზანის, ბაქოს სახ. უნ-ტები და სხვ.). ქართვ. მეცნიერებიდან კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ: ალ. ავახიშვილი, გ. გველესიანი, ვ. ჯაოშვილი, მ. სანებლიძე, ქ. ყავრიშვილი, კ. მგელაძე, ტ. სიხარულიძე, ნ. ჯიბუტი, ალ. ტერელაძე, ქრ. ჯაყელი, დ. უკლება, ი. აფხაზავა, ნ. კეცხოველი და დ. გედევანიშვილი; უცხოელი სტუმრებიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები: ს. კალესნიკი, ნ. გვოზდეცკი, ა. ფედინა, ა. მაკუნინა, ი. საუშკინი, ნ. მიხაილოვი, ვ. მიხეევა, ა. ისაჩენკო. ო. კაზაკოვა, ფ. მილკოვი, პ. კლიმოვიჩი, კ. გერენჩუკი, ვ. პერევალოვი, კ. გერენჩუკი და სხვ. საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდნენ: ალ. ჯავახიშვილი (თავ-რე) – თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართვ. მეცნ. აკად.-იის აკად., პროფ., ს. კალესნიკი (თავ-რის მოადგილე) – სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ., ალ. ასლანიკაშვილი (თავ-რის მოადგილე) – თსუ-ის დოცენტი, ქ.. ყავრიშვილი (სწავლული მდივანი) – თსუ-ის დოცენტი, აგრეთვე კომიტეტის წევრები: ვ. კუპრაძე, ალ. ჯანელიზე, ვ. სოჩავა, კ. გიული, ა, ბაღდასარიანი, მ. სანებლიძე, ქრ. ჯაყელი. კონფერენციის ფარგლებში თსუ-ის I კორპუსში, II სართულზე გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის დერეფანში მოეწყო გეოგრ. ექპონატთა ექსპოზიცია, რომლის ბაზაზე იმავე წელს დაარსდა გეოგრ. მუზეუმი.