მესაბლიშვილი ბაჩუკი
მესაბლიშვილი ბაჩუკი

მესაბლიშვილი ბაჩუკი  (8.VI.1963). მათემატიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2018), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (PhD 1989). დაამთვრა თბილ. კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა (1980), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1985) და საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1989). სხვადასხვა დროს მუშაობდა საქ. ტექნ. უნ-ტში უმაღლ. მათ. კათედრის ასისტენტად (1992-1993), მიწვეული ლექტორად (2009-2018), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (უმცრ. მეცნ. თანამშრომელი (1998-2003), მეცნ. თანამშრომელი (2003-2005), უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2005-2018), მთავარი მეცნ. თანამშრომელი (2018-დან), თსუ–ის  ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში (სისტემური პროგრამირების განყ–ების უმცრ. მეცნ. მუშაკი (1990-1991) და თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. დეპარტ. ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2018–დან).მისი სამეცნ. ინტერესების სფეროს წარმოადგენს თანამედროვე აბსტრაქტული მათემატიკის ისეთი დარგები, როგორებიცაა კატეგორიული ალგებრა და გალუას თეორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. სტატია პრესტიჟულ მათემატიკურ ჟურნალებში. ის მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. და ადგილობრივ სამეცნ. პროექტში, იყო რამდენიმე პროექტის კოორდინატორი და  ხელმძღვ. მიღებული აქვს Fonds Spécial de Recherche (FSR)-ის, German Academic Exchange Service (DAAD)-ის, German Research Foundation  (DFG)-ის, Volkswagen (VW)-ის, United Arab Emirates University  (UAEU)-ის გრანტები. ის არის საერთაშ. მათ. ჟურნ. „Advanced Studies: Euro-Tbilisi Mathematical Journal“  რედაქტორი.