-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მერებაშვილი ზაქარია (31.III.1960, თბილისი). წარმატებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით თეორ. ფიზიკა (1982) და იყო ამავე ფაკ-ტის ასპირანტი (1982-1986). დაიცვა საკანდიდატო (1989) და სადოქტორო დისერტაციები სპეციალობით ატომის, ატომბირთვისა და ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა, რის შედეგადაც მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის წოდება (2003). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე და თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში უმცროსი მეცნ. მუშაკის, მეცნ. მუშაკის და წამყვანი მეცნ. მუშაკის თანამდებობებზე (1987-2007). მუშაობდა მონრეალში, მ. გილის უნ-ტის (McGill University) მაღალი ენერგიების ფიზიკის ცენტრში მეცნ. თანამშრომლად და იყო RHIC Spin კოლაბორაციის წევრი (კანადა, 1992-1997). მუშაობდა ჰამბურგის უნ-ტის თეორ. ფიზიკის ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლად (გერმანია, 2007-2011). კითხულობდა ლექციებს ფიზიკის ფაკ-ტის მაგისტრატურაში (1998-2003). წაიკითხა ლექციები საერთაშ. მონტე კარლოს სკოლაში „Physics at the Terascale“, DESY (გერმანია, 2008). არის ჟურ. Physical Review D რეფერი (1997-დან). სამეცნ. მივლინებები: - რუსეთი, დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტი (1986 და 1988); კანადა, მაკ გილის უნ-ტი (2001-2002); გერმანია, მაინცის უნ-ტის ფიზიკის ინ-ტი (1998-2000 და 2002-2007), გერმანია, იულიხი, ბირთვული კვლევების ინ-ტი (2006). კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 15 საქართვ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების გრანტი. არის 56 სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი, რ-იც მოთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში და ამჟამად ციტირებულია 595-ჯერ. შრომების უმეტესობა გამოქვეყნებულია უმაღლ. რეიტინგის მქონე ჟურნალებში, მათ შორის Physical Review D და Physics Letters B. კვლევის თემა: კვანტური ქრომოდინამიკა, მაღალი ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ფენომენოლოგია, შეშფოთების თეორიის პირველი და მეორე რიგის შესწორებები, სპინის ფიზიკა, გასწვრივი და განივი პოლარიზაცია ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედებებში მაღალ ენერგიებზე, მძიმე კვარკების ფიზიკა.