მერაბიშვილი მერაბ ლეონიდეს ძე
მერაბიშვილი მერაბ ლეონიდეს ძე

მერაბიშვილი მერაბ ლეონიდეს ძე (6.IX.1941, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლოგიის ფაკ-ტი (1971) და ასპირანტურა (1974). ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მორალური ფასეულობების ბუნება და სტრუქტურა“ (1975). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: ,,პიროვნება და მორალური ცნობიერება“ (1993), პროფესორი. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე (1974-დან). ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და ეწევა პედ. მოღვაწეობას თბილ. სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებელში. მ. მ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა: ეთიკა, ფილოს. ანთროპოლოგია და ღირებულებათა თეორია (აქსიოლოგია). მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი მორალური ფასეულობების ბუნება, ზნეობრივი ცნობიერების სტრუქტურა და პიროვნების ეგზისტენციალური პრობლემები. იკვლევს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ეთიკურ ასპექტებს, ჰუმანიზმის ტრანსფორმაციას თანამედროვე ეპოქაში და ადამიანის არსებობის საზრისის ძიების საკითხებს.

თხზ.: მერაბიშვილი, მ. (1983). ზნეობრივი ფასეულობანი და ადამიანი. თბ., მეცნიერება; მერაბიშვილი, მ. (1992). ეთიკური კვლევის ნარკვევები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მერაბიშვილი, მ. (1993). პიროვნების ზნეობრივი სამყარო. თბ., მეცნიერება; მერაბიშვილი, მ. (თანაავტორი). (2005). ეთიკა და თანამედროვეობა. თბ., მერიდიანი, ISBN: 9994028367.