-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი პროფესორი აკადემიკოსი
მერაბიშვილი ინესა ბესარიონის ასული (5.III.1950, გორი), ფილოლოგი, მთარგმნელი. თსუ-ის პროფესორი (2000), საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2018), საქართვ. ბაირონის საზ-ების პრეზიდენტი (1988), ბაირონის საერთაშ. საზ-ების დირექტორთა საბჭოს წევრი (1995), თარგმანის საერთაშ. საზ-ების წევრი (1995). დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1972), თსუ-ის ასპირანტურა (1975). არის ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. (1978), ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1998). მუშაობდა გორის პედ. ინ-ტში მასწავლებლად (1972–1978). იყო თსუ-ის მოწვეული პედაგოგი (1979-1985), თსუ-ის დოცენტი (1985). თსუ-ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტზე დააფუძნა უცხო ენებისა და თარგმანის კათედრა (1990). იყო თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის თარგმანისა და ლიტ. ურთერთობათა ინ-ტის ხელმძღვ. (2010). თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დას.-ევრ. ენებისა და ლიტერატურის ინ-ტში დააარსა თარგმანმცოდნეობის კათედრა (2012) და არის მისი ხელმძღვ., მ.ი.–ს თაოსნობით დაფუძნდა სამაგისტრო პროგრამა „თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობები“ (2005), სადოქტორო პროგრამა „თარგმანმცოდნეობა“ (2009) და დღემდე ხელმძღვანელობს მათ. მ.ი. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა კურსებს: ინგლ. ენა; ინგლ. ენის ლექსიკოლოგია; ინგლ. ენის სტილისტიკა; სემასიოლოგია; თარგმანის თეორია და პრაქტიკა; ინგლ. და ქართ. თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზი; თარგმანის ლინგვისტიკა; თარგმანი როგორც კულტურათა დიალოგი და სხვ. მ.ი.-ს კვლევის სფეროებია: ფონოლოგია; ლექსიკოლოგია; სტილისტიკა; სემასიოლოგია; ტექსტის ლინგვისტიკა; ზოგადი ენათმეცნ.; ფსიქოლინგვისტიკა; ლინგვოფილოსოფია; თარგმანმცოდნეობა; XX ს-ის ინგლ. და ამერიკ. პოეზია; შექსპიროლოგია; ბაირონოლოგია; რუსთველოლოგია; გალაკტიონოლოგია; რუს. ლიტ-რა; ნუმეროლოგია და სხვ. მ.ი.-მ თსუ-ში დააარსა საქართვ. ბაირონის საზ-ება (1998), რ-იც ბაირონის საერთაშ. ასოციაციამ სცნო თავის დამოუკიდებელ წევრად (1991). მ. ი.-მ დააფუძნა თბილ. ბაირონის სკოლა (1995), როგორც ინგლ. ენისა და კულტ. შემსწავლელი დამატებითი სასწავლებელი და დღემდე არის მისი უცვლელი ხელმძღვ. მ.ი.-მ, როგორც ბაირონის ქართველმა მთარგმნელმა და მკვლევარმა, აღმოაჩინა ქართვ. ქალთან დაკავშირებული ეპიზოდის არსებობა ინგლისელი პოეტის ცხოვრებაში, დაასაბუთა, რომ ბაირონის ერთ-ერთი მისტიკური პერსონაჟი — თირზა, რომლის პროტოტიპი ორი სს განმავლობაში დაუდგენელი იყო, ქართვ. ქალისადმი განცდილი გრძნობითაა შთაგონებული, რამაც სრულიად შეცვალა ამ საკითხზე არსებული წარმოდგენები. კვლევა ასახულია ბაირონის საერთაშ. კონფერენციებზე წარმოდგენილ მის მრავალ მოხსენებაში (ათენი, 1994; დუისბურგი, 1996; ნოტინგემი, 2000; კიოტო, 2002; თბილისი, 2024; მისოლუნგი, 2024;) აგრეთვე ცნობილ პუბლიკაციებში: ბაირონი ქართულად (2002); კულტურათა დიალოგი (2005); Lord Byron’s Thyrza (2007); Lord Byron, Poems, Translated into Georgian by Innes Merabishvili (2013); Encounter with Lord Byron (2014) და სხვ. მ.ი.-ს ინიციატივით თსუ-ში ჩატარდა ბაირონის მე-40 საერთაშ. კონფერენცია (2014), რ-საც მსოფლიოს 20 ქვეყნის ბაირონოლოგებთან ერთად ესწრებოდნენ ბაირონის შთამომავლები, კონფერენციის მასალები მ.ი.-ს რედაქტორობით დასტამბა თსუ-ის გამომცემლობაში (Byron Original and Translated, 2017). საერთაშ. აღიარება მოიპოვა მ. ი.-ს სწავლებამ სიტყვის მნიშვნელობის შესახებ (Towards the Meaning of a Word, Proceedings of the XVII EURALEX International Congress, 2016), რამაც საშუალება მისცა მას ლინგვისტიკის უახლეს მიღწევათა კვალდაკვალ, შეექმნა თარგმანის ახ. თეორია ,,Towards Some Aspects of Linguistics of Poetic Translation, published in“ (2021). ნიუ-იორკის საერთაშ. ლინგვ. ჟურნალის სარედაქციო საბჭომ მ. ი. არაერთგზის აირჩია თავის წევრად (2018). კვლევა აგრეთვე ასახულია მის მონოფრაფიაში „პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა“(2005). აღსანიშნავია მისი მიგნებები გ. ტაბიძის უჩვეულო შესიტყვებების, სიმბოლოებისა და მერის პერსონაჟის დადგენის თვალსაზრისით: ,,გალაკტიონის ენიგმები“(2003); ,,გალაკტიონის მერი — პროტოტიპის ძიება“ (2012). დიდია მ. ი.-ს ღვაწლი გალაკტიონის ინგლისურ ენაზე თარგმანში. ბრიტანული აკად. და არისტოკრატული წრეების ძალისხმევით ლონდონში ორჯერ აღინიშნა ქართვ. პოეტის იუბილე (2011; 2017). მ. ი-ს ინგლ. გამოცემათა კვალდაკვალ ბრიტანული დიპლ. წრეების ინიციატივით მ.ი-ს საჯარო ლექცია გალაკტიონზე და მ. ი-ს ინგლ. თარგმანების წაკითხვა შედგა სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, 45 ქვეყნის ელჩისა და დიპლომატების წინაშე (2018). მ.ი. ნაყოფიერად მუშაობს რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ პრობლემატიკაზე და კვლევის შედეგებს ასახავს სამეცნ. პუბლიკაციებში, რომელთა საერთო რაოდენობა 150-მდეა, მათგან 20-ზე მეტი წიგნი და მონოგრაფია ქართ., ინგლ. და რუს. ენებზეა. მ.ი.-ს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, საერთაშ. ელჩის ორდენი და წოდება (HE; აშშ, 2005); თსუ-ის მედალი (2014); მაჩაბლისა (2014) და გ. ტაბიძის პრემიები(2019); ბაირონისა (დიდი ბრიტანეთი, 2000) და ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლები(2020); არის გორის საპატიო მოქალაქე (2016).
თხზ.:მერაბიშვილი, ი. (2003). ბაირონიდან გალაკტიონამდე ანუ ვინ იყო გალაკტიონის მერი. გალაკტიონოლოგია. კრ.2 გვ. 169-183. თბ., საქართვ. მეცნ. აკად., ქართ. ლიტერატურის ინ–ტი; მერაბიშვილი, ი. (2005). პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა. თბ., შპს პოლიგრაფი, ISBN: 9994006517; მერაბიშვილი, ი. (2005). თარგმანი: კულტურათა დიალოგი. თბ., შპს პოლიგრაფი, ISBN: 9994006525; Merabishvili, I. (მთარგმნელი). (2017). Discover Galaktion: Galaktion Tabidze: A Selection of His Poems in a New Parallel Translation. London, Critical, Cultural and Communications Press, ISBN-13:9781905510566; Merabishvili, I. (მთარგმნელი). (2017). Lord Byron's georgian attachment. ქართველოლოგი №15, გვ. 99-113. თბ.; Merabishvili, I. (მთარგმნელი). (2025). Galaktion Tabidze, Poems. Tb., TSU.