მენთეშაშვილი ზურაბ რევაზის ძე
მენთეშაშვილი ზურაბ რევაზის ძე

მენთეშაშვილი ზურაბ რევაზის ძე (13.IX.1955, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1977). მ. ზ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე „Формализм “Светового фронта” для составных систем и его применение в релятивистской ядерной физике“ (1984);  მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1977-97), ბოლო პოზიცია უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი; როგორც მიწვეული მეცნ. მკვლევარი მუშაობდა ოქსფორდის უნ-ტის თეორ. ფიზიკის განყ-ბაში (დიდი ბრიტანეთის გაერთ. სამეფო, 1986-87) და ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი, 1995). მ. ზ.-ის სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რელატივისტურ ბირთვულ ფიზიკაში; არის მრავალი ადგილ. საერთაშ. ღონისძიებისა და კონფერენციის მონაწილე; 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Вопросы теории ядерных взаимодействий в релятивистском подходе“ (Fiz. Elem. Chast. Atom. Yadra 15, 1984); „Multi-Quark States in Nuclei and Nuclear Effects in Deep Inelastic Lepton Scattering and Lepton Pair Production“ (Acta Phys. Polon. B 20, 211-222, 1989); „Light Front Formalism for Composite Systems and Some of Its Applications in Particle and Relativistic Nuclear Physics“ (Phys.Rept. 458, 247-300, 2008). მ. ზ კითხულობდა ლექციათა ციკლს „ველის კვანტურ თეორიაში“ თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტებისთვის (1992-1994). მ. ზ.-ს თანაავტორეთან ერთად (ვ. გარსევანიშვილი, ა. ხელაშვილი, მ. ნიორაძე) მიენიჭა საქართვ. ეროვნ. პრემია (2009) სამეცნ. ნაშრომთა ციკლისთვის „სინათლის ფრონტის ფორმალიზმი შედგენილი სისტემებისთვის და მისი ზოგიერთი გამოყენება ნაწილაკთა და რელატივისტურ ბირთვულ ფიზიკაში“.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): Menteshashvili, Z. (თანაავტორი). (1993). Relativistic Nuclear Physics in the Light Front Formalism. Nova Science Publishers, NY, ISBN 9781560720935.