-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი ლექსიკოლოგი
მენთეშაშვილი სტეფანე ბაგრატის ძე (1907, სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი — 20. IV. 1965) ენათმეცნიერი, მეცნიერი, ლექსიკოლოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1930). იგი იყო საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ეთნოგრ. განყ-ბის თანამშრომელი (1931), ისტ. განყ-ბის გამგე (1941-1945) და ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1945); მისი წერილებიდან მნიშვნელოვანია „კალოობა ქიზიყში“(1936), „კევრი“ (1936), „აჭარის ეთნოგრაფიული მასალები“ (1937), „ჰაემეტობა ინგილოურში“ (1939), „მიცვალებულთა დამარხვისა და სამარეების ტერმინოლოგიისათვის“ (1944), მანვე შემოიღო არქეოლ. ტერმინი „სამაროვანი“. იყო ენათმეცნ. ინ-ტის ლექსიკოლოგიის განყ-ბის გამგე (1951), მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (მე-7 ტ. რედაქტორი) მომზადებაში. გადასცეს საქართვ. სახელმწ. პრემია (ერთობლივი გამარჯვება) (1971).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მენთეშაშვილი, ს. (1943). ქიზიყური ლექსიკონი. საქ. მეცნ. აკად. გამ-ბა.