-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
მენთეშაშვილი მარინე ზაურის ასული (08.XI.1963 ლაგოდეხი), მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი (2000), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1995). დაამთავრა: ლაგოდეხის მე-3 საშ. სკოლა (1980) და თსუ-ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი, წარმატებით, (1985). იყო თსუ-ის ელექტრონული გამოთვლითი მანქანების მათ. უზრუნველყოფის კათედრის ასპირანტი (1985-1989) და ამავე კათედრის ლაბორანტი (1989-1992). პარალელურად, ატარებდა პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს საგანში „გამოთვლების მეთოდები“, ამავე კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტი (1993-1995). პროფ. ჯ. გვაზავასა და ჰ. მელაძის ხელმძღვ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საქ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე და მიენიჭა ხარისხი ორი სპეციალობით - დიფერენციალური განტოლებები (01.01.02) და გამოთვლითი მათემატიკა (01.01.07). იყო თსუ-ის კომპიუტერების მათ. უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის დოცენტი (1996-2006) და ატარებდა სალექციო, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს საგნებში „გამოთვლების მეთოდები“, „მათ. მოდელირების საფუძვლები“ და სხვა, ასევე იყო მრავალი სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვ., სადისერტაციო ნაშრომების ოპონენტი, რეცენზენტი. არის 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, სამი სახელმძღვანელოს თანაავტორი. არის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის თანამშრომელი. იყო: მეცნიერ-თანამშრომელი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და მათ. მოდელირების განყ-ების მთ. მეცნიერი თანამშრომელი(2006-დან). სხვადასხვა დროს იყო სოხუმის სახელმწ. უნ-ტის მოწვეული მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი და ასოცირებული პროფესორი (1997-დან). ის არის მრავალი საერთაშ. კონფერენციის მონაწილე, საერთაშ. თუ ადგილ. სამეცნ. საგრანტო პროექტის მონაწილე. სხვადასხვა ვადით მიწვეული იყო ერთობლივი სამეცნ. კვლევებისთვის უნგრეთში, დებრეცენის უნ-ტეტში, პოლონეთში კრაკოვის მეცნ. და ტექნოლოგიების AGH უნ-ტეტში, იტალიაში, პალერმოს უნ-ტეტში (2014-2026). არის საქ. ტექნ. უნ-ტის აკად. საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია საქ. ტექნ. უნ-ტის საპატიო დიპლომით უნ-ტში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშაობისათვის.
თხზ.: მენთეშაშვილი, მ. (თანაავტორი). (2003). გამოთვლითი მათემატიკის საფუძვლები. ნაწ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მენთეშაშვილი, მ. (2005). გამოთვლითი მათემატიკის საფუძვლები. ნაწ. 2. თბ., უნ-ტის გამ-ბა.; მენთეშაშვილი, მ. (თანაავტორი). (2013). ალგორითმების თეორიის საწყისები. ტექნ. უნ-ტი, თბ.