მენთეშაშვილი ფარნაოზ (ფარნა) იაკობის ძე
მენთეშაშვილი ფარნაოზ (ფარნა) იაკობის ძე

მენთეშაშვილი ფარნაოზ (ფარნა) იაკობის ძე (20. III. 1918, თბილისი-28.VIII.1995, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1935-1939). მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში ბუღალტრად. საკავშირო დაუსწრებელი სავაჭრო ინ-ტის თბილ. ფილიალში უფრ. მასწავლებლად, თსუ-ის ბუღალტრული აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრის უფრ. მასწავლებლად (1956), დაიცვა საკანდ. დისერტაცია (1963), მიენიჭა დოქტორის აკად. ხარისხი   (1971)  და საბუღალტრო აღრიცხვისა და ეკონ. ანალიზის კათედრის პროფესორი  (1973) და  ამავე კათედრის გამგე (1972-1985). პროფ. მ. ფ.  მეტად აქტიურ მუშაობას ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით კათედრასთან  ჩამოყალიბდა ბუღალტრული  აღრიცხვისა  და  ეკონ.  ანალიზის  სამ.-კვლ.  ლაბორ.,  რამაც  დიდი  როლი  შეასრულა საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და  კონტროლის პროგრესული ფორმებისა  და მეთოდების  დანერგვის  საქმეში. დაჯილდოებულია  ივანე  ჯავახიშვილის  მედლით (1976. ის არის სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი მეცნ. კვლევის სფეროს წარმოადგენდა საქართვ. კვების მრეწველობის ეკონ. ეფექტიანობის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონ. ანალიზის პრობლემური საკითხები, რევიზია და კონტროლი. 

თხზ.: მენთეშაშვილი, ფ. (1962). პროდუქციის თვითღირებულება და მისი შემცირების გზები საქართველოს სსრ კვების მრეწველობაში. თბ., საბჭოთა საქართველო; მენთეშაშვილი  ფ. (1976). ბუღალტრული აღრიცხვა ვაჭრობაში. თბ.; მენთეშაშვილი, ფ. (1977). მოგების, რენტაბელობისა და თვითღირებულობის ანალიზი: ტ.1. თბ; მენთეშაშვილი, ფ. (1984). სამრეწველო საწარმოთა და გაერთიანებათა საქმიანობის ეკონომიკური ანალიზი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მენთეშაშვილი, ფ. (1991). სამრეწველო საწარმოთა ბალანსის ანალიზი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მენთეშაშვილი, ფ. (1994). სიახლენი მოგებისა და ფინანსური მდგომარეობის ანალიზში, თბ., უნ-ტის გამ-ბა.

ლიტ.: გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის ცხოვრება და შემოქმედება: პროფესორი ფარნაოზ (ფარნა) მენთეშაშვილი -100. (2018), თბ.