მენაბდე ლევან ვასილის ძე
მენაბდე ლევან ვასილის ძე

მენაბდე ლევან ვასილის ძე (20. XI. 1924, ქუთაისი-26. VI. 2002, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1964), საქ. ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის დამფუძნებელი, წევრი და პრეზიდენტი (1995-2002), თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის კათედრისა და შოთა რუსთაველის კაბინეტის გამგე (1966-2002), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-ის  ინ-ტის რუსთველოლოგიის განყ-ბის გამგე (1994-2002),  ალმანახ "მწიგნობარისა" (1995-2002) და საქ. ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის შრომების (ტ. I-III) მთ. რედ., საქ. ენციკლოპედიის ქართ. ლიტ-ის სამეცნ. საბჭოს თავ-რე, საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1945). დაიცვა საკანდიდატო („ასურელ მამათა საკითხისათვის“, 1950) და სადოქტორო („ძველი ქართული მწერლობის კერები“,1963) დისერტაციები.  მ. ლ.-ის ძირითადი მონოგრაფიებია: „სულხან-საბა ორბელიანი“ (1953; 1980; 2012), „ვახტანგ VI“ (1966; 2011), „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწენი“ (1967) და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია „ძველი ქართული მწერლობის კერები“ (ტ. I. 1962; ტ. II. 1980), რ-იც შესწავლილია საქართვ. და მის ფარგლებს გარეთ (პალესტინა-სირია, ათონი, კონსტანტინეპოლი, პეტრიწონი და სხვ.) აღმოცენებული ქართ. კულტურის კერების ისტორია, აღნუსხულია იქ შექმნილი წერილობითი ძეგლები, გაშუქებულია მათი მნიშვნელობა ქართ. სულიერი კულტ. ისტ-ისათვის. წიგნის ვრცელი რეზიუმეები გამოიცა რუს. და ინგლ. ენებზე (1968). შეადგინა ლიტ.-მხატვრული ძეგლებისა და სამეცნ. გამოკვლევების 15 კრებული; მისი ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოცემულია კაპიტ. კრებ. „რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში“ (ტ. I-IV. 1976-1988); შეადგინა და რუს. ენაზე გამოსცა „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (V-XVIII სს.)“ (1982; 1987); მისი და დიმ. ლიხაჩოვის საერთო რედაქტ-ობით სანქტ-პეტერბურგის რუს. ლიტ-ის ინ-ტისა („პუშკინის სახლი“) და თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტ-ის ისტორიის კათედრის მიერ ერთობლივად მომზადდა და გამოიცა ორი კრებ. „შუა საუკუნეების ქართული  და რუსული ლიტერატურა“ (ლენინგრადი, 1979; თბ., 1982). იყო არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვ; გამოქვეყნებული აქვს 450-მდე სამეცნ. ნაშრომი, აქედან 150-ზე მეტი სპეც. გამოკვლევა (მათ შორის, 14 წიგნი და 8 ბროშურა).

  თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა):  მენაბდე, ლ. (1973). XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსები და ძველი ქართული მწერლობა. თბ., განათლება; მენაბდე, ლ. (1982). ქართული კულტურის კერა ათონზე. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მენაბდე, ლ. (1988). რუსთაველი საბჭოთა კავშირის ხალხთა ლიტერატურაში. თბ., მერანი; მენაბდე, ლ. (1989). „ნაშრომი განძად დაშთების...“. თბ., საბჭოთა საქართველო; მენაბდე, ლ. (1990). რუსთველი საზღვარგარეთულ ლიტერატურაში. თბ., საბჭოთა საქართველო; მენაბდე, ლ. (1997). XVII-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მენაბდე, ლ. (2005). ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა. თბ.,უნ-ტის გამ-ბა.

მასზე: პროფესორ ლევან მენაბდის შრომების ბიბლიოგრაფია. თბ., ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი (1999); ხინთიბიძე, ე. (2002). ღვაწლმოსილი მოღვაწე და მეცნიერი. თბ., ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი.