-
ავტორი
- კატეგორიები: ქირურგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მენაბდე გიორგი თამაზის ძე (24. IX. 1957, თბილისი), ექიმი-სტომატოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, მედიცინის მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი. დაამთავრა თსსი-ის სტომატოლოგიური ფაკ-ტი (1980). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ლაზერების გამოყენება სტომატოლოგიაში“ (1986). მუშაობდა მოსკოვის სტომატოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თავისა და კისრის მიკროქირურგიის განყ-ბაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1987-1992). იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ექსპანდერის გამოყენება თავისა და კისრის აღდგენით ქირურგიაში“ (1992). მ. გ. იყო თბილ. სამედ. აკადემიის სტომატოლოგიის კათედრის გამგე (19951996); თსსი-ის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე (1996–2006); ამავე უნ-ტის სრული პროფესორი (2006–10); იყო ილიას სახელმწ. უნ-ტის მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ხელმძღვ. (2010–17); არის თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის ყბა-სახის ქირურგიის კათედრის გამგე (2018-დან). მ. გ. პედ. მოღვაწეობასთან ერთად ეწევა პრაქტ. საქმიანობას: არის სტომატოლოგიური კლინიკა „დენტექსი-95-ის“ კლინიკური ხელმძღვ. და ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის კლინიკური პროფესორი; იყო საქ. სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (2004–14), საპატიო პრეზიდენტი (2015-დან); ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები: „Evolving Threats: A Review of Major Viral Pandemics from the Spanish Flu to COVID-19“ (Translational and Clinical Medicine-Georgian Medical Journal, N 10); “The influence of COVID‐19 on temporo‐mandibular disorders” (Special Care in Dentistry, N 44); “Oral Lesions in Patients with SARS-CoV-2 Infection-Pilot Study” (Translational & Clinical Medicine-Georgian Medical Journal, N 7).
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): მენაბდე გ. (თანაავტორი). (2009). ენდოდონტიის საფუძვლები: სახელმძღვანელო სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. თბ. თბილ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941010880.