მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში
მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში

მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში (Memoirs on Differential equations and Mathematical Physics), საერთაშ. ჟურნალი (ISSN 1512-0015), იბეჭდება მაღალი სამეცნ. ღირებულების მქონე რეცენზირებული ორიგინალი სტატიები და მონოგრაფიები ჩვეულებრივ და კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებებსა და მათ გამოყენებებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართვ. მათემატიკოსების მიერ მიღებული შედეგების წარმოჩენას. ჟურნალი დაარსდა საქ. მეცნ. აკად. და ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მიერ აკად. ივანე კიღურაძის ინიციატივით (1994). გამოიცემა წელიწადში 3 ტომი, ამჟამად გამოსულია 95 ტომი. ინდექსირებულია Web of Sciences, Mathematical Review, Zentralblatt Math., Scopus-ის მიერ. ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორია 0.5 (2025). ჟურნალის მთ. რედ.  დაარსებიდან დღემდე არის ივანე კიღურაძე, პასუხისმგებელი რედ. იყო გიორგი კვინიკაძე (1994-2010), ხოლო პასუხისმგებელი რედ. მაია კვინიკაძე (2011).