მელქოშვილი თინა ბერდოს ასული
მელქოშვილი თინა ბერდოს ასული

მელქოშვილი თინა ბერდოს ასული (10.I.1963, ყვარელი. სოფ. კუჭატანი), ინჟინერ-ეკონომისტი. თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმატიკული ტექნოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი(1981-1986).  იყო თსუ–ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის ეკონ. ინფორმატიკის კათედრის სტაჟიორ-მკვლევარი, თსუ–ის საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის უფრ. ინჟინერ-პროგრამისტი. ეკონ. ინფორმატიკის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1986-2006), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ელექტრონული მთავრობა როგორც სახელმწიფო ტრანსპორმაციის ინსტრუმენტი: რეგიონული გამოწვევები და პერსპექტივები“ (2015). ეკონ. და ბიზნესში ინფორმატიკული ტექნოლოგიების კათედრის ასისტენტ პროფესორი(2006-2020), მ. თ. კათედრის ასოცირებული პროფესორია (2020-დან). აკად. მოღვაწეობასთან ერთად მუშაობს თსუ–ის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე (2006–დან): დღემდე თსუ–ის სასწ. პროცესის მართვის დეპარტ. სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყ-ბის უფრ. (2013–დან), თსუ–ის სასწ. პროცესის მართვის დეპარტამენტის უფრ. მოვალეობის შემსრულებელი (2023-2025).   გამოქვეყნებული აქვს   37 სამეცნ. სტატია და არის 3 მეთოდური სახელმძღვანელოს თანაავტორი.  შემუშავებული და დანერგილი აქვს 7 სხვადასხვა პროექტი, მათ შორის 4 თსუ-ში.  

თხზ.: მელქოშვილი, თ. (თანაავტორი). (2004). პრაქტიკული სამუშაოები Access 2000-ში. თბ., უნ–ტის გამ–ბა; მელქოშვილი, თ. (თანაავტორი). (2009). ეკონომიკური ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებული Excel 2007-ში. თბ., ცოტნე; მელქოშვილი, თ. (თანაავტორი). (2016). ინფორმატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში. თბ., გამომც. ივერიონი, ISBN 9789941096495; მელქოშვილი, თ. (თანაავტორი). (2016). ინფორმატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში:პრაქტიკუმი ეკონომიკასა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. თბ., ივერიონი, ISBN9789941096495; მელქოშვილი, თ. (თანაავტორი). (2017). კათედრის  მართვისა  და ფაკულტეტზე კონკურსების  ჩატარების ავტომატიზებული სისტემების  შემუშავება და  დანერგვა. თბ., გამომც. ივერიონი, ISBN 9789941276927.