მელიქიშვლი მანანა ნიკოლოზის ასული
მელიქიშვლი მანანა ნიკოლოზის ასული

მელიქიშვლი მანანა ნიკოლოზის ასული (17.IV.1955, თბილისი), ფსიქოლოგი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1977). ფსიქოლ. მეცნ. კანდიდატი (1987), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „არათვლასაჩინო მიმართებების ცნობა დაწყებითი კლასების მოსწავლეების მიერ“. ფსიქოლოგიის დოქტორი (2000). იყო დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის მეცნიერ - თანამშრომელი (1988) და უფრ. მეცნიერ - თანამშრომელი (2000), თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის დოცენტი (2000). სხვადასხვა დროს ეკავა სოც. და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის ფსიქოლ. მიმართულების ასისტენტ-პროფესორისა (2005) და ასოცირებული პროფესორის პოზიციები (2008). არის თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2015-დან). აკად. თანამდებობებთან ერთად, იყო ამავე ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2014; 2025) და დეკანის მოადგილე სასწ. დარგში (2023-2025). ხელმძღვანელობდა და თანახელმძღვანელობდა არაერთ საგანმან. პროგრამას: საბაკალავრო პროგრამებს — „განვითარების ფსიქოლოგია“ (2007–2008) და „ფსიქოლოგია“ (2021); სამაგისტრო პროგრამებს — „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (2009–2018) და „ბავშვთა და მოზარდთა შეფასება და კონსულტირება“ (2009–2020); აგრეთვე კოორდინაციას უწევდა სადოქტორო პროგრამას „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (2014–2021); მინიჭებული აქვს თსუ-ის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება (2013-2014). მ. მ. არის არერთი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: „კონსტრუქტივიზმი“ (მასწავლებელთა პროფ. განვითარების ცენტრი, 2012); „ბიჰევიორიზმი“ (მასწავლებელთა პროფ. განვითარების ცენტრი, 2012); „ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეო­რია“ (მასწავლებელთა პროფ. განვი­თა­რე­ბის ცენტრი, 2012); „სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეო­რია“ (მასწავლებელთა პროფ. განვითარების ცენტრი, 2012); „ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვი­თარების სოციო-კულტურული თეო­რია“ (მასწავლე­ბელ­თა პროფ. განვითარების ცენტრი, 2012); „მორალური განვითარების თეორია“ (მასწავ­ლე­ბელთა პროფ. განვი­თა­რების ცენ­ტრი, 2012); „ჯონ დიუის და მარია მონტესორის პედა­გო­გიუ­რი კონცეფცია“ (მასწავლე­ბელთა პროფ. განვი­თა­რების ცენტრი, 2013); „ბავშვის განვითარების ასაკობრივი თა­ვი­სე­ბუ­რებები“ (მასწავლე­ბელთა პროფ. გან­ვი­­თა­რების ცენტრი, 2013); „მოტივაცია“ (მასწავლე­ბელთა პროფ. განვი­თა­რების ცენტრი, 2013); „დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური კონ­ცე­ფცია“ (მასწავლე­ბელთა პროფ. განვი­თა­რების ცენტრი, 2013); „მასწავლებლის პროფ. სტან­და­რტი“ (მასწავლებელთა პროფ. განვითა­რე­ბის ცენტრი, 2014). თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში: „ემპატიის დონის კვლევა სტუდე­ნტე­ბ­ში“ (ინტელექტი №4,  2015); „ბიოსამედიცინო კვლევებში ცხოველთა გამოყენების ეთიკური ასპექტები“ (ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა №4, 2016); „ბიოსამედიცინო კვლევების ეთიკა“ (ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა №1, 2017); „ბიოსამედიცინო კვლევებში ცხოველების გა­მო­ყენების ეთიკურ-სამართლებრივი რეგუ­ლა­ციები აშშ–ში“ (ამერიკის შესწავ­ლის საკითხები VII, 2018); “Public Attitudes Toward The Use of Animals in Biomedical Research in Georgia“ (Georgian Medical News; № 12 (285), 2018); „მეორე ენის დასწავლის სირთულეები და მათი დაძლევის გზები დისლექსიის მქონე მოსწავლეებში“ (საერთაშ. ჟურნ. მულტილინგვური განათლებისთვის №67; 2023); „კითხვის სირთულის პედაგოგიური შეფასების მაჩვენებლების კვლევა დისლექსიის მქონე 6-11 წლის მოსწავლეებში“ (ქართ. ფსიქოლ. ჟურნ.; №1, 2024); „Adverse Childhood Experiences: Concept, Consequences and Strategies for Prevention“ (Journal of Experimental and Clinical Medicine №2, 2025).

თხზ.: მელიქიშვილი, მ. (თანაავტორი). (2011). 5 წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავ­ლე­­ბის თავისებურებები. 1 კლასი. სახელმძ­ღვა­ნე­ლო ზოგადსაგანმანა­თლე­ბლო და­წე­­­სე­ბუ­ლებების პედაგო­გე­ბისათვის. თბ., ეროვნ. სას­წ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ISBN 9789941035197; მელიქიშვილი, მ. (თანაავტორი). (2011). ბავშვებზე ძალადობის ძირითადი სა­კითხები. თბ., საქართვ. საზ. მედი­ცინის და განვი­თა­რე­ბის ფონდი; ISBN 9789941038839; მელიქიშვილი, მ. (თანაავტორი). (2016). პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული გა­ნათ­ლების მასწავლებლებისთვის. თბ., მასწავლე­ბელთა პრო­ფ. გან­ვი­თარების ცენტრი,  ISBN 9789941091117.