მელიქიშვილი ზაზა გივის ძე
მელიქიშვილი ზაზა გივის ძე

მელიქიშვილი ზაზა გივის ძე (12.V.1959, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984). მუშაობდა თსუ-ის კვანტური ელექტრონიკის ლაბორატორიაში უმცროსი მეცნ. თანამშრომლის, მეცნ. თანამშრომლის, უფრ. მეცნ. თანამშრომლის თანამდებობზე (1984-2003); მიიღო საქართვ. ინტელეტუალური საკუთრების ეროვნ. ცენტრის ’’საქპატენტის’’ პატენტი ’’პათოლოგიური პროცესების მკურნალობის ხერხი’’(1998). არის 80-ზე მეტი სამეცნ. სტატიის და მრავალი საერთაშ. კონფერენციის მონაწილე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1988). სამეცნ. ინტერესთა სფეროს შეადგენს ოპტიკა, არაწრფივი ოპტიკა, ნანოტენიკა, კვანტური ოპტიკა, მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა და სტრუქტურული ბიოლოგია. ამჟამად მ. მუშაობს საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში და ვლ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინ-ტში ოპტიკისა და სპეტროსკოპიის განყ-ბის გამგედ.