მელიქიშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე
მელიქიშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე

მელიქიშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე (1869, თბილისი-1937, თბილისი), ექიმი (გინეკოლოგი), საზ. მოღვაწე. სწავლობდა თბილ. ვაჟთა I გიმნაზიაში; დაამთავრა ვარშავის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1891-1894 ); იურიევის (ტარტუ) უნ-ტი (1894-1900); ბაქოში იყო ქალაქის ექიმი და ლაზარეთის გამგე (1902); ქ. შემახაში დააარსა ამიერკავკ.  პირველი სამაზრო საავადმყოფო; კვალიფიკაცია აიმაღლა ევრ. და რუს. (1905); მუშაობდა პარზის, ბერლინის, ვარშავაშის, პრაღის, ბრესლაუს (ვროცლავი), სან-ლუის კლინიკებში; პეტერბურგის სამეანო-გინეკ. ინ-ტში; შვეიცარიასა და ფინეთში შეისწავლა კურორტოლოგიის საქმე;  საკუთარი სახსრებით თბილ., ქსენიას (იმპერატორ ნიკოლოზ II-ის და) ქუჩაზე (ახლანდ. ზ. ჭავჭავაძის ქუჩა) გახსნა კერძო სამკურნ. 50 საწოლით და ამბულატ.  (1908); იგი თსუ-ის სამეანო გინეკ. კლინიკის პირველი ასისტენტია და ი. თიკანაძესთან ერთად ითვლება ამ კლინიკის დამაარსებლად. იყო ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი (1906-დან); კავკ.  ექიმთა საზ-ბის წევრი; თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ების წევრი (1917-1918); საქართვ. წთ. ჯვრისა და ნახევარმთვარის საზ-ების ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი; სქართვ. ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზ-ბის საკურორტო-ბალნეოლოგიური სექციის თავ-რე (1918-192); კურ. კოჯრის დირექტორი (1922 ); პატარა ცემის, წაღვერისა და აბასთუმნის სანატორიუმების მთ. ექიმი (1923-1928). მ. ნ.-მა მდიდარი ბ-კა უსახსოვრა ქართვ. ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზ-ბას.

ლიტ.: ნუცუბიძე, ს. (1990). ღვაწლი, არც თუ დაფასებული. თბ.;  ჯავახიშვილი, დ. (1960). ნიკოლოზ მელიქიშვილი. საბჭოთა მედიცინა, N3; საქართველოს ეროვნული  არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი:  471-1-16, ფურც. 4.