მელიქიშვილი იზოლდა ვასილის ასული
მელიქიშვილი იზოლდა ვასილის ასული

მელიქიშვილი იზოლდა ვასილის ასული (19.II.1948), ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტზე ხელოვნების ისტ. და თეორიის განყ-ება (1966-1971). მუშაობდა შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში სხვადასხვა პოზიციებზე ექსკურსიამძღოლად. იყო ძვ. ქართ. ხელოვნების განყ-ების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1971-2020). ხელოვნების მუზეუმში ცალკე ჩამოყალიბებულ ნაქარგობისა და ქსოვილების განყ-ბაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1980-2019). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქართული საეკლესიო ნაქარგობის შესწავლის საკითხისათვის“ (2009). მიენიჭა ასოცირებული დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება. მისი  ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქართ. დეკორ.-გამოყენებით ხელოვნების დარგში საეკლ. ნაქარგობის მიმართულება. მ.ი. ლექციების კურსს კითხულობს  წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონთან არსებულ კოლეჯში: მინანქრის სპეციალისტთათვის ,,ქართული მინანქრის ისტორიას“; სამკერვალო საქმის სპეციალისტებისათვის „ქართული ეროვნული სამოსის ისტორიას;“ ხეზე კვეთის სპეციალისტებისთვის: „ხეზე მხატვრული კვეთის ისტორიის საკითხებს;“ მენაბდეობის (თექა) სპეციალისტებისათვის „ქართული მენაბდეობის ისტორიას“ (2010-დღემდე). არის მოწვეული პროფესორი თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის ინ-ტის კათედრაზე, მიჰყავს ლექციის კურსი: „ძველი ქართული ნაქარგობის ისტორია“ (2011-დღემდე). არის ა. ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემიის მიწვეული პროფესორი დიზაინის ფაკ-ტზე. ხელმძღვანელობს კურსს  “ქართული ეროვნული სამოსის ისტორია“ (2020-დან). შეთავსებით მსახურობდა, როგორც მთ. მცველი საქართვ. ხალხ. და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში (2017-2019). არის ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, სამუზეუმო გაერთიანების სამეცნ. საბჭოს თავ–რე, სადაც გაერთიანდა საქართვ. ხალხ. და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელმწ. მუზეუმი და ქართ. ხალხ. სიმღერისა და საკრავების სახელმწ. მუზეუმი (2019-დან). სამუზეუმო და პედ. საქმიანობის პარალელურად აქტიურადაა ჩართული სამეცნ.-კვლევთ საქმიანობაში. მონაწილეობას იღებს საერთაშ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში: თურქეთი, ქ.  სტამბული (12–15.X.2015); ლატვია ქ. გიულბენე, აზერბაიჯანი ქ. ბაქო (22-25.V.2017), აზერბაიჯანი ქ. ბაქო (25-27.I.2017), ინგუშეთის რესპ. ქ. მაგასი (5-6.VII.2024), არის რამდენიმე პროექტის ორგანიზატორი. არის არაერთი წიგნის, კვლევისა და სტატიის ავტორი და თანაავტორი.  სამეცნ. მოღვაწეობის პარალელურად მ.ი. აქტიურადაა ჩართული საზ-ებრივ საქმიანობაში. ხელსაქმის საგანმან. და პოპულარიზაციის საერთაშ.  ასოციაციის თანადამფუძნებელი (2019-დან). ნაქარგობის სექტორის დირექტორი; საქართვ. საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზ-ების საპატიო წევრი (2023).

თხზ.:მელიქიშვილი, ი. (თანაავტორი). (2011). ქართული ნაქარგობა. თბ., ISBN:978994034468; მელიქიშვილი, ი. (2013). ქართული ტრადიციული სამოსი XVIII-XX საუკუნეები: კატალოგი. თბ., ISBN:9789941056987. კოშორიძე, ი. (თანაავტორი). (2018). კოლონიალური პოლიტიკიდან ეროვნულ მუზეუმამდე:საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. თბ., ISBN:9789941800795; მელიქიშვილი, ი. (თანაავტორი). (2024). იული სტრაუმე. თბ., ISBN:9789941866135.