-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი მთარგმნელი
მელიქიშვილი ირინე გიორგის ასული (29. V. 1943, ქ. თბილისი — 2. XII. 2012) ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენათა განყ-ბა (1965). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინს-ტის ზოგადი ენათმეცნ. განყ-ბის უფ. ლაბორანტი (1965-1968), უმცროსი და უფ. მეცნიერ-თანამშრომელი (1968-1986), სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინს-ტის ქართ. ენათა კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი (1995-2005), გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ზოგადი ფონეტ. და აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის განყ-ბის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1986-2006), ამავე ინ-ტის უფ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-დან). გახდა თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნ. და ფონეტ. ინ-ტის პროფესორი. (2000). იყო კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი (2005-2006), ამავე ინს-ტის სრული პროფესორი (2006-დან). იგი არის 65 სტატიისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1997), მოგვიანებით — პროფესორი. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „მარკირების მიმართება ფონოლოგიაში“ (1972); სადოქტორო დისერტაციის თემა — „საერთო ქართველური ძირი სტრუქტურული და ტიპოლოგიური თვალსაზრისით“ (1997). მ. ი. გახდა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.–კორ. (2009). იგი აგრეთვე იყო ტიპოლოგთა საერთაშ. ასოციაციის წევრი. გადასცეს ღირსების ორდენი (2003), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2010).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მელიქიშვილი, ი. (2011). სულიერი სამყაროს ზღურბლი: აფორიზმული მსჯელობანი/რუდოლფ შტაინერი (მთარგმნელი). ციონი: აკაკი ხიდაშელი. ISBN: 9789941036415; მელიქიშვილი, ი. (2011). გლოტალიზაცია ქართველურ ენებში აკუსტიკური და ფუნქციონალური თვალსაზრისით = The acoustic and functional study of glottalized phonemes (Ejectives) in kartvelian languages (თანაავტორი). უნივერსალი. ISBN: 978-9941-17-351-6; მელიქიშვილი, ი. (2009). ძირის სტრუქტურათა ტიპოლოგია და საერთო-ქართველური ძირი. უნივერსალი. ISBN: 9789941125065; მელიქიშვილი, ი. (2003). იდუმალთმეტყველების ნარკვევი/რუდოლფ შტაინერი (მთარგმნელი). ცოტნე.