მელიქიშვილი დამანა
მელიქიშვილი დამანა

მელიქიშვილი დამანა ნიკოლოზის ასული (17. VI. 1939, ქ. მცხეთა) ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. ოქროს მედალზე დაამთავრა თბილ. 23-ე სკოლა (1957). დაასრულა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ქართვ. ენების განხრით (1962). იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში, ახ. ქართ. ენის კათედრაზე, რ-იც დაამთავრა აკად. ვარლამ თოფურიას ხელმძღვანელობით (1965). იყო თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრის მასწავლებელი (1966-1967). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი“ (1967). ინიშნებოდა თსუ-ში უფ. მასწავლებლად (1968-1969), დოცენტად (1969-1989). საქართვ. მეცნ. აკად. ფილო. ინ-ტის უფ. მეცნიერ-მუშაკი გახდა (1986-1993). დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემაზე: „გელათის სალიტერატურო სკოლა და ქართული ფილოსოფიური ენის (ტერმინოლოგიის) ჩამოყალიბების გზები“ და მიენიჭა ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1988). არის თბილ. სას. აკადემიის პედაგოგი (1988-დან). გახდა პროფესორი (1992). იყო საქართვ. ეკლესიის ახ. წმინდანთა შესახებ მასალების შემკრები კომისიის წევრი (1995). თსუ-ის სადისერტაციო საბჭოების წევრია (1996-დან), ბიზანტინოლოგიის ფაკ-ტის დეკანი (1995-1998), „ქართული ზმნის კატეგორიების ტიპოლოგიურ-სემანტიკური მიმართულებანი ევროპული ზმნის შესაბამის კატეგორიებთან“ — პროექტის ავტორი და ხელმძღვ. (საქართვ. მეცნ. და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, 1998-1999).  დაევალა ქვეპროექტის ხელმძღვანელობა — გელათის სკოლის ტექსტების ელექტრონული ვერსიის მომზადება (ARMAZI: „Caucasian Languages and cultures: Electronic documentation“) (1999-2002).  მიენიჭა დავით აღმაშენებლის სახ. პრემია (2000). იყო პროექტის ავტორი და ხელმძღვ.-„ძველქართულ-ბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი“ (ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნ. ფონდი-რუსთაველის ფონდი) (2006-2009). არის თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ქართ. ფილოლ. მიმართულების სრული პროფესორი (2006-დან). მ. დ.-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი. საუკეთესო საგანმანათლებლო და კულტ.-ჰუმანიტარული პროექტის მომზადებისთვის მიღებული აქვს „VTB ბანკ ჯორჯიას“ პრემია „პარნასი“ (2007),  აიღო შოთა რუსთაველის სახ. სტიპენდია (2008),  მიენიჭა დამსახურებული პროფესორის წოდება (2009). გადასცეს ღირსების ორდენი. მ. დ. არის გელათის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2018).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მელიქიშვილი, დ. (1999). ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან. ლოგოსი. ISBN: 9992865539; მელიქიშვილი, დ. (2001). ქართული ზმნის უღლების სისტემა. ლოგოს-პრესი; მელიქიშვილი, დ. (2006). გელათი — „სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი“; მელიქიშვილი, დ. (2014). ქართული ზმნის სისტემური მორფოსინტაქსური ანალიზი. ლოგოსი; მელიქიშვილი, დ. (2022). იოანე პეტრიწის ენა და სტილი. მერიდიანი. ISBN 9789941341458.