-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი მთარგმნელი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
მელიქიშვილი-მესხი ეკატერინე (კეკე) გრიგოლის ასული (1854, თბილისი-1928, თბილისი)-ქართვ. მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების წევრი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იგი დაიბადა ქართვ. კათოლიკის ოჯახში. მისი მშობლები XVIII ს 40-იან წლებში ახალციხიდან (მესხეთი) გადმოსახლდნენ თბილისში. ის პეტრე მელიქიშვილისა და სტეფანე მელიქიშვილის და იყო, ხოლო სერგეი მესხის-მეუღლე (1874). მ. ე. ძმებისა და ნიკო ნიკოლაძის დახმარებითა და ხელშეწყობით უმაღლ. განათლების მისაღებად გაგზავნეს შვეიცარიაში (1873). იქ დაამთავრა გიმნაზია და შემდეგ მიიღო უმაღლ. სამედ. განათლება. ციურიხში იგი საზ-ბა „უღელის“ წევრი გახდა, რ-იც იქ მყოფმა ქართვ. სტუდენტებმა დააარსეს. ამ საზ-ში სხვა ქართვ. ქალებიც იყვნენ გაერთიანებული: კატო და ოლიმპიადა ნიკოლაძეები, ოლგა გურამიშვილი (ნიკო ნიკოლაძის მეუღლე), პელო ნაცვლიშვილი, ბოგუმილა ზემიანსკაია. პირველი ფემინისტური ტალღა საქართველოსი სწორედ ამ ქალებს უკავშირდება. საზღვარგარეთ ყოფნისას მან კარგად შეისწავლა გერმ. და ფრანგ. ენები, გაეცნო იმ დროის მოწინავე იდეებს, აქტიურად ადევნებდა თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პარალელურად დიდი მონდომებით სწავლობდა მედ. მის სახელს უკავშირდება ოდესის უნ-ტში ქალთა უმაღლ. კურსების გახსნა, რ-ის პირველი დეკანიც იყო. ხელმძღვანელობდა საოჯახო სტამბას, იყო გამომც. „სხივის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, საზ-ბა „განათლების“ დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ებისა, ლიტ. ქალთა წრისა (დაარსდა 1872 წელს) და თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918). იგი თანამშრომლობდა გაზ. „დროებასთან”. წერდა და თარგმნიდა ინგლ., გერმ. და რუს. ენებზე. მან დროებაში გამოაქვეყნა შკლარევსკის მოთხრ. „ქალის შრომის“ საკუთარი თარგმანი (1871) და მიმოხილვითი კვლევა „მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი ქალები“ (1872) .
ლიტ.: ხუციშვილი, ს. (1961). ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი: წ. 1. თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია; საქართვ. ეროვნ. არქივი; ფონდი 471, ან.1, საქმე 16, ფურც. 4 ა.