-
ავტორი
- კატეგორიები: ასტროფიზიკოსი პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მელიქიძე გიორგი ივანეს ძე (7.II.1953, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით თეორ. ფიზიკა (1975). მუშაობს საქართვ. მეცნ. აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (2007-დან საქართვ. ე. ხარაძის სახ. ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვატორია, 1976); იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში (1992-1996); მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2021-დან). მუშაობს ქ. ზიელონა გურას უნ-ტში (პოლონეთი, 1996-დან), არის სრული პროფესორი (2008-დან). იყო ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკ-ტის დეკანი; პრორექტორი სამეცნ. და საერთაშ. ურთიერთობათა დარგში (2016–2020). მისი სამეცნ. კვლევები ეხება რელატივისტური პლაზმის, პულსარების რადიო და მაღალი სიხშირის გამოსხივების შესწავლას, მონაწილეობს პულსარების გამოსხივების დაკვირვებებთან დაკავშირებულ პროექტებში. ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია წამყვან საერთაშ. ჟურნალებში. ასტროფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1996), პროფესორი (2004); პოლონეთის კანონმდებლობის შესაბამისად მას პროფესორის წოდება მიანიჭა პოლონეთის პრეზიდენტმა.