-
ავტორი
- კატეგორიები: ჰიდროგეოლოგი სამთო ინჟინერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დოქტორი
მელიქაძე გიორგი ირაკლის ძე (13.IV.1953, თბილისი), ჰიდროგეოლოგი, სამთო-ინჟინერი. დაამთავრა სტუ-ის გეოლოგიის ფაკ-ტი (1975), შემდეგ ასპირანტურა (2001). გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ანომალიები მიწისქვეშა წყლებში და ბუნებრივ აირებში საქართველოს ტერიტორიის სეისმოაქტივობასთან დაკავშირებით“ (2001), შემდეგ გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი და სვრცულ-დროითი მოდელირება ეკოლოგიური და სეისმური პრობლემის გადაწყვეტის მიზნით“ (2006). ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვ. (2011); მთ. მეცნიერ–თანამშრომელი(2011); ააიპ „საქართველოს გეოთერმული ასოციაციის“ ხელმძღვ. (2011). მონაწილეობა მიიღო სამეცნ. კონფერენციებში და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,სეისმური აქტივობის ჰიდროგეოდინამიკური ინდიკატორის ეფექტურობის შეფასება ჭაბურღილების ლოკალური ქსელის მონაცემებით“ (მოამბე = Bulletin, 2020, ტ. 14, N 3); ,,Indoor Radon Concentrations in Selected Buildings of Georgia” (International Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes". Proceedings, 2023); ,,კარსტული წყლების მარაგების შეფასება ალაზნის აუზში, საქართველო” (მოამბე = Bulletin, 2023, N 1, ტ. 17); ,,ნასხლეტების არსებობის სეისმური დასაბუთება რიონის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის ფარგლებში, საქართველო“ (მოამბე = Bulletin, 2023, ტ. 17, N 4); ,,Reaction of the Geomagnetic Field on the Earthquakes Preparation Process in Georgia“ (Journal of the Georgian Geophysical Society, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, 2024, v. 27(2)).
თხზ.:მელიქაძე, გ. (მთარგმნ.). (2023). აღმოაჩინე და შეისწავლე მსოფლიოს ბუნების ძეგლები 6+ : 32-გვერდიანი წიგნი, 200-ნაწილიანი ფაზლი, 32 დასადგმელი ფიგურა. თბ., სულაკაური, ISNB9789941370762; მელიქაძე, გ. (მთარგმნ.). (2023). აღმოაჩინე და შეისწავლე მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები 6+ : 32-გვერდიანი წიგნი, 200-ნაწილიანი ფაზლი, 32 დასადგმელი ფიგურა. თბ., სულაკაური, ISBN 9789941370779.