მელიქაძე ეკატერინე ბადრის ასული
მელიქაძე ეკატერინე ბადრის ასული

მელიქაძე ეკატერინე ბადრის ასული (02.I.1980, თბილისი), ექიმი, მკვლევარი, მედიცინის დოქტორი. დაამთავრა თსსი-ს სამკურნ. ფაკ-ტი (2003). პარალელურად დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახ. ტექნ. უნ-ტის ჰიდროენერგეტიკის ფაკ-ტი (თავისუფალი დასწრება, 2003). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპ. მორფოლოგიის ინ-ტის ასპირანტი (2004-2007). დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფენოლის ინტოქსიკაციის გავლენა მამრი ვირთაგვების რეპროდუქციულ სისტემაზე“ და მიენიჭა დოქტორის აკად. ხარისხი მედიცინაში (2007). მ. ე. იყო მცხეთის სასწრაფო სამედ. დახმარების ცენტრის ექიმი (2003-2005), ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის ანდროლოგიის განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი (2008-2010), ამჟამად არის ამავე ინ-ტის კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-დან) და კლინ. პათოლოგიის დიაგნოსტიკური ცენტრის მენეჯერი (2023-დან); თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის კლინ. და კვლევითი უნარების კათედრის ადმინისტრატორი (2024-დან). არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ (2008-2024). ეწევა პედაგოგ. მოღვაწეობას.  არის თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის კლინ. და კვლევითი უნარების კათედრის მოწვეული პედაგოგი (2023 -დან).

თხზ.: მელიქაძე, ე. (თანაავტორი). (2022). გალექტინ-3 აქტიობა აორტის ანევრიზმის თანმხლები ანთებითი რეაქციების და კალციფიკაციის (იმუნოჰისტოქიმიური იდენტიფიკაცია) კერაში. მაცნე = Известия = Proceedings, ტ. 48. N 4-6. ბიომედიცინის სერია. თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად.