-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
მელაშვილი მედეა რობერტის ასული (08.III.1954, თბილისი), ეკონომისტი, მეცნიერ-თანამშრომელი. მუშობის შრომის ეკონომიკის, მაკროეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით. დაამთავრა თსუ–ის შრომის ეკონომიკის ფაკ–ტი (1973-1976), დონეცკის სახელმწ. უნ–ტის შრომის ეკონომიკის ფაკ–ტი (უკრაინა, 1971-1973), საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის ასპირანტურა (1980). არის თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ფინანსების განყ-ების მეცნიერ–თანამშრომელი (1980-დღემდე). აქტიურად არის ჩართული ინ-ტის სამეცნ. საქმიანობაში. ასრულებს მეცნ. ნაშრომებს თსუ-ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის შვიდწლიან სამეცნ.-კვლევით პროექტებში: ევროინტეგრაცია და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრობლემები საქართველოში (2015-2021) და საქართვ. ეკონ., სოც. და ეკოლ. უსაფრთხოების სტრატეგია (2022-2028). აქვეყნებს განსაზღვრული პრობლემების მიხედვით წლიური თემებს. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. პროდუქტი, მ.შ. 2 მონოგრაფია. მისი სამეცნ. მუშაობის არეალი ასევე მოიცავს განათლების, მრეწველობის, მომსახურების, გარემოს დაცვის, ინოვაციების მიმართულების სფერობს. კვლევები და ნაშრომები გამოქვეყნებულია არაერთ ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, კონფერენციის მასალებში, ანალიტიკურ კრებულებში. „დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიისთვის“ მოამზადა 70-ზე მეტი სტ. მაკროეკონომიკის და ფინანსების მიმართულებით. მონაწილეობს არაერთ საერთაშ. და ადგილობრივ კონფერენციაში; არის არაერთი სამეცნ. ნაშრომის, სტატიის, სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების რეცენზენტი. გავლილი აქვს კურსები და მიღებული აქვს სერტიფიკატები :პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ-ტის კომპიუტერის სასწ. ცენტრი (2009); საჯარო სამსახური –PSLC – ენების სასწ. ცენტრი, ინგლ. ენის 120 საათიანი კურსი, (1998).
თხზ.:მელაშვილი, მ. (თანაავტორი). (1986). პროდუქციის ხარისხის ამაღლების ეკონომიკური სტიმულირება:[მონოგრაფია], სტ. აგროსამრეწველო კომპლექსის ეფექტიანობის მართვის მექანიზმი. თბ., გამომც. მეცნიერება; მელაშვილი, მ. (2004). ეკონომიკური განვითარებისა და პროგნოზირების პრობლემები:[მონოგრაფია]. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN 9994032739; მელაშვილი, მ. (თანაავტორი). (2020). განათლების თავისებურებები ევროკავშირსა და მის ზოგიერთ ქვეყანაში. ეკონომისტი, ტ. XVI, № 2, გვ. 87–101. თბ., უნ–ტის გამ–ბა; Melashvili, M. (2024). Importance and development of wine tourism in Georgia. In Modernization of economy: Current realities, forecast scenarios and development prospects. Proceedings of the VI International scientific-practical conference. Kherson National Technical University. ISBN 9786178187224; მელაშვილი, მ. (2024). სახელმწიფო ბიუჯეტი და მასთან დაკავშირებული ფინანსური საფრთხეები. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის სამეცნ. შრომების კრებ., ტ. XVII, გვ.402–412. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის გამ-ბა. ISSN 19876904; მელაშვილი, მ. (თანაავტორი). (2025). სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში. საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მასალების კრებ. „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება: არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“ გვ. 228–233. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის გამ–ბა.